ჩაბარების ვადა:

14 თებერვალი 2022, 16:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T12060 - ტენდერი წყალსადენისა და წყალარინების ქსელების სარეაბილიტაციო და დიღმის მასივში გამრეცხებისა და სახ.ჰიდრანტების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი(GWP, / 203826002), აცხადებს ელექტრონულ ტენდერს წყალსადენისა და წყალარინების ქსელების სარეაბილიტაციო და დიღმის მასივში გამრეცხებისა და სახ.ჰიდრანტების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე.

კონკურსი ტარდება 1 ლოტად:

  • მუხიანი 2, ბორჯომის ქუჩის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია
  • გაგარინისა (ზურაბ ჟვანიას მოედანი) ქუჩის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია
  • დიღმის მასივის კვარტლების და ლუბლიანას მიმართულებაზე გამრეცხებისა და სახ. ჰიდრანტების მოწყობა

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • წყალსადენისა და წყალარინების ქსელების სარეაბილიტაციო და დიღმის მასივში გამრეცხებისა და სახ.ჰიდრანტების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა მოცემული პროექტების შესაბამისად.

განსაკუთრებული მოთხოვნა:

ტენდერში გამარჯვებულმა კომპნიამ უნდა უზრუნველყოს მასალების გატანა ქვემოთ დასახელებულიდამკვეთისსაწყობ(ებ)ის მისამართებიდან

  • I. პოლიეთილენის მილები, პოლიეთილენის მასალა, ფოლადის მასალა - წყალსადენის . #7 და ფეიქრების . #14;
  • II. ფოლადის მილები - იუმაშევის . #14 (ლილოს ) და ნატახტარი (მცხეთა-კობის ტრასა, 200 მეტრი);

მასალის დასატვირთი ამწე, საჭიროების შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მიიყვანოს საწყობში თავად.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საშემსრულებლო დოკუმენტაცია წარმოადგინოს ტენდერზე თანდართული საშემსრულებლო დოკუმენტაციის ნიმუშების შესაბამისად, რომელთა ცვლილება დაუშვებელია;

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აწარმოოს სამუშაოები ტენდერზე თანდართული კონტრაქტორთა მართვის გეგმის შესაბამისად

ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე მუხიანი, ბორჯომის ქუჩის წყალსადენის რეაბილიტაციის პროექტზე წარმოადგინოს:

  • სამშენებლო სამუშაოების დაზღვევა სრულ მოცულობაზე (კონტრაქტორის ყველა რისკის დაზღვევის პოლისი) + GWP-ის მასალის გათვალისწინებით (155,000.00 ლარი);
  • მესამე პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი, სადაც სადაზღვევო ანაზღაურების ლიმიტი არ უნდა იყოს 300,000 ლარზე ნაკლები.
  • სადაზღვეო ღირებულება უნდა იყოს წარმოდგენილი ცალკე, ტენდერში მოცემული განფასებების დამატებით ველშისადაზღვეო ღირებულება“ (გამწვანებულ ველში)
  • ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, წარმოადგინოს სადაზღვეო კომპანიის მიერ სატენდერო პირობებში მოთხოვნილი სადაზღვეო პირობების შესაბამის მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • სადაზღვეო პოლისის მოქმედების ვადა უნდა იყოს 3 თვეზე (90 კალენდარული დღე).

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება ტენდერში თანდართული ხარჯთაღრიცხვების მიხედვით

სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა:

  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის და ვაკე-საბურთალოს რაიონებში.
  • სამუშაოს შესრულების ვადა განსაზღვრულია ტენდერზე თანდართულშეჯამებისფაილში;

მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

  • შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა განისაზღვრება მომსახურების დასრულებიდან 60 (სამოცი) თვის ვადით.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები:ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.).

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

  • შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულებისუზრუნველყოფის გარანტიახელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების შესრულების გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ანეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ხარჯთაღრიცხვები ტენდერზე თანდართული ფორმით (ექსელში);

შენიშვნა: აუცილებლად უნდა განფასდეს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ყველა ის პუნქტი, რომელსაც აწერიაკონტრაქტორის მასალადაკონტრაქტორის მომსახურება“, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ღირებულება არის 0 (ნული) ლარი და კონტრაქტორი თანხმობას აცხადებს უსასყიდლოდ შეასრულოს მოცემული პუნქტი;

  • ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ (შეჯამების ფაილი);
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • სრულად შევსებული სამუშაო გეგმა-გრაფიკები (სატენდერო დრაფტ ფაილებში მოცემული გეგმა-გრაფიკის ნიმუშის მიხედვით);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • ტენდერზე თანდართული ხელმოწერილიკონტრაქტორის განაცხადი“;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.

ყურადღება: პრეტენდენტის მიერ 1.9 პუნქტში მოცემული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ განიხილება!

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება:

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე ელექტრონულ ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების ნიმუშის და სატენდერო პირობების შესაბამისად.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველიუფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველიგამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველიარ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველიიტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომშემსყიდველიარ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებასშემსყიდველიმხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 14 თებერვალი, 16:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
რეაბილიტაციის ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი:
გიორგი ვეშაპიძე
მობ: +995 595 33 93 30
E-mail: gveshapidze@gwp.ge

საკონტაქტო პირი:
მარიამ სილაგაძე
მის: . თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ტელ.: +995 32 2 93 11 11 (1147); 599 72 30 03
ელ. ფოსტა: msilagadze@gwp.ge

საკონტაქტო პირი:
ირაკლი ხვადაგაძე
მის: . თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ტელ.: +995 322 931111 (1145);
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები

დოკუმენტაცია

სატენდერო განაცხადი სატენდერო განაცხადი
GGU კონტრაქტორების მართვის გეგმა 31 03 21 GGU კონტრაქტორების მართვის გეგმა 31 03 21
ბორჯომისა და ერთობის ქუჩები ბორჯომისა და ერთობის ქუჩები
გაგარინის ქუჩა წყალარინება IV კვარტალი გაგარინის ქუჩა წყალარინება IV კვარტალი
გაგარინის ქუჩა წყალარინება IV კვარტალი გაგარინის ქუჩა წყალარინება IV კვარტალი
დიღმის მასივის გამრეცხები სატენდერო დიღმის მასივის გამრეცხები სატენდერო
დიღმის მასივის კვარტლები და ლუბლიანა დიღმის მასივის კვარტლები და ლუბლიანა
დიღმის მასივის კვარტლები და ლუბლიანა დიღმის მასივის კვარტლები და ლუბლიანა
კონტრაქტორის განაცხადი კონტრაქტორის განაცხადი
მუხიანი 2,ბორჯომის ქუჩა სატენდერო მუხიანი 2,ბორჯომის ქუჩა სატენდერო
სატენდერო დრაფტ ფაილები სატენდერო დრაფტ ფაილები
შეჯამება მოთხოვნილი პირობები 3 ლოტი შეჯამება მოთხოვნილი პირობები 3 ლოტი
ხელშეკრულება ხელშეკრულება
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    10 თებერვალი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა