ჩაბარების ვადა:

8 თებერვალი 2022, 16:00

სტატუსი:

გამარჯვებული

E
ელ. ტენდერი
T12074 - ტენდერი სამგორის სათავე ნაგობობის VI რიგის ფილტების ავტომატიზაციის პროექტირება/მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

შპსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი(GWP, /203826002) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს შემდეგი მომსახურების შესყიდვაზე:

  • სამგორის სათავე ნაგობობის VI რიგის ფილტების ავტომატიზაციის პროექტირება / მონტაჟი

შენიშვნა:

  • კონკურსის მიზანია შეირჩეს კვალიფიციური ერთი კონტრაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მოწოდებას კომპანიის მოთხოვნების გათვალისწინებით.
  • აღნიშნულ სამუშაოებზე არ არსებობს სრული დეტალური ნახაზები.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

ტექნიკური დავალება:

  • ელ.ურდულების მართვა უნდა მოხდეს თითოეული ფილტრისთვის განკუთვნილი კარადიდან ოპერატორის მიერ ინდივიდუალურ ღილაკებზე თითის დაჭერის საშუალებით.
  • ელ.ურდულების მართვა უნდა მოხდეს თითოეული ფილტრისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური კარადიდან ალგორითმულ/ავტომატურ (პიელსის პროგრამით) ღილაკზე თითის ერთხელ დაჭერით, როლმელიც მოქმედებაში მოიყვანს ურდულებს პროგრამაში წინასწარ გაწერილი ალგორითმის შესაბამისად. ეს ნიშნავს, რომ ერთ ღილაკზე ერთხელ დაჭერით მოხდეს ფილტრის ფილტრაციის რეჟიმიდან რეცხვის რეჟიმზე გადაყვანა და შემდგომ ისევ ფილტრაციის რეჟიმზე დაბრუნება. შესაბამისი ალგორითმი მოცემულია ქვემოთ.
  • ფილტრების ინდივიდუალურ კარადებთან ერთად დამონტაჟდეს დამატებით N7 კარადა სადაც განთავსებული იქნება გამრეცხი და -1 ნიშნულზე არსებული ნარჩი წყლის არხის ელ.ურდულის ავტომატიზაცია.
  • ელ.ურდულების ძრავებისთვის და ავტომატური კარადებისთვის მიწოდებული ძაბვის სტაბილიზაციისთვის შეირჩეს და დამონტაჟდეს შესაბამისი მოწყობილობა.
  • ავტომატიზაციის თითოეულ კარადაზე გაკეთდეს თაჩსქრინი.
  • მარჯვენა რიგის ფილტრების მხარეს -1 ნიშნულზე მოეწყოს სანათები 8 ერთეული 50 W სიმძლავრის.

ფილტრის რეცხვის დროს ურდულების გაღება-დაკეტვის თანმიმდევრობა/ალგორითმი:

  • ფილტრის ფილტრაციის რეჟიმიდან რეცხვის რეჟიმზე გადასვლის დროს პირველ რიგში იკეტება ნედლი წყლის ურდული და სუფთა წყლის ურდული, შემდეგ იღება ჩამშვები წყლის ურდული და ბოლოს გამრეცხი წყლის ურდული. ფილტრის რეცხვა გრძელდება დაახლოებით 10-15 წუთი, რაც დამოკიდებულია ნედლი წყლის ხარისხზე. ამასთანავე შესაძლებელი უნდა იყოს გამრეცხი წყლის ურდულის ხელით (ღილაკებით) მართვა რეცხვის დროს, ნაკადის კონტროლისთვის.
  • ფილტრის რეცხვის რეჟიმიდან ფილტრაციის რეჟმზე გადასვლისას პირველ რიგში იკეტება გამრეცხი წყლის ურდული და იღება ნედლი წყლის ურდული, 5 წუთის შემდეგ იღება სუფთა წყლის ურდული და იკეტება ჩამშვები ურდული. შედეგად ხდება რეცხვის შემდგომ ფილტრში წყლის დაწმინდავება, რაც გრძელდება დაახლოებით 5 წუთი. ამასთანავე შესაძლებელი უნდა იყოს სასმელი წყლის ურდულის ხელით (ღილაკებით) მართვა ფილტრაციის დროს, ნაკადის კონტროლისთვის.
  • პარალელურად ფილტრის დაწმინდავების პერიოდში, გასარეცხად გადასვლა ხდება მომდევნო ფილტრზე და ასე გრძელდება რეცხვის დამთავრებამდე.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება სადაც დეტალურად იქნება ჩაშლილი გამოყენებული მასალების და შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი.

საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • შპსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) მიწოდების ადგილი: სამგორი
  • მომსახურების მოწოდების ვადა არის 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღე

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების გაწევიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში შესაძლებელია 30-50% ავანსის გაცემა.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • განფასება სადაც დეტალურად იქნება ჩაშლილი გამოყენებული მასალების და შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი.
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ.
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტის ასლები ან/და ანალოგიური ტიპის დოკუმენტები, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება).

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
  • კონტრაქტორმა ხელი უნდა მოგვიწეროს კონტრაქტორის მართვის გეგმაზე

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება წინამდებარე ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების პროექტის და სატენდერო წინადადების შესაბამისად.
  • ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია - 5%.
  • შესრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა შეადგენს 5 (ხუთი) წელს, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი პირების მიერ სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი (შპსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი(GWP, /203826002) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი (შპსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი(GWP, /203826002)) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი (შპსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი(GWP, /203826002)) არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი (შპსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი(GWP, /203826002)) იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი(GWP, /203826002)) არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი(GWP, /203826002)) მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 8 თებერვალი, 16:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111; 595 22 66 94

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); 599 50 50 67

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    5 თებერვალი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა