ჩაბარების ვადა:

11 თებერვალი 2022, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T12078 - ტენდერი გაზგამწმენდი საამქროს სახურავის დემონტაჟი/მონტაჟის (სარეკონსტრუქციო) მოწყობის დეტალური საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს სელბაი ლიმითედი აცხადებს ტენდერს გაზგამწმენდი საამქროს სახურავის დემონტაჟი/მონტაჟის (სარეკონსტრუქციო) მოწყობის დეტალური საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შესყიდვაზე.

პროექტი მომზადებული უნდა იყოს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად. (სამშენებლო წესების და ნორმების მოთხოვნები)

გასაწევი მომსახურების მოცულობა და ძირითადი მოთხოვნები: 

  • შენობის პარამეტრები - სიმაღლე - 38 მეტრი, 4320 კვ.მ, 157680 კუბ.მ. აზომვით ნახაზების გადაცემას უზრუნველყოფს შემსყიდველი.

შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შიდა სამუშაოები უნდა შესრულდეს აირწინაღების გამოყენებით.

  • შენობის ტექნიკური მდგომარეობის კვლევა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ - (დაჩქარებული)
  • შენობის გეოლოგიური კვლევა, საძირკვლის გახსნა, დასკვნის მომზადება. 
  • დემონტაჟის პროექტი, არქიტექტორული ნაწილი საქართველოს მთავრობის  N41-ე დადგენილებით და ექსპერტიზით.
  • კონსტრუქციული ნაწილის პროექტი. 
  • ხარჯთაღრიცხვის მომზადება.
  • მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი, კალენდარული გეგმა-გრაფიკი.
  • მისაწდომობა (41 დადგენილება)
  • გეოლოგიური ნაწილის ექსპერტიზა.
  • კონსტრუქციული ნაწილის ექსპერტიზა.
  • ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა.
  • საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება ნებართვის გამცემ შესაბამისი ორგანოსთან. 

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოცდილება - ანალოგიური საქმიანობის შესახებ.

  • საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება, არანაკლებ IV კლასის, დემონტაჟის, სამოქალაქო დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის  ან/და  რეკონსტრუქციის სამუშაოებისათვის. დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული უნდა ჰქონდეს  არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარის ღირებულების, აღნიშნული მომსახურება.
  • მომსახურების გაწევის ვადა - არაუმეტეს ოთხი თვე.
  • სამუშაოები დასრულებულად ჩაითვლება საპროექტო დოკუმენტაციის ნებართვის გამცემ სტრუქტურასთან შეთანხმების შემდეგ.

შესაძლებელია ობიექტის ადგილზე დათვალიერება.

ტენდერში მონაწილეობა უფასოა.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge  
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 11 თებერვალი, 18:00 საათი.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებით კითხვებზე დაუკავშირდით:
საკონტაქტო პირი: გურამ კაკაურიძე
მობ: 577 55 62 10

ტენდერის კატეგორია:

  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    4 თებერვალი 2022 დრო 15:27
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა