ჩაბარების ვადა:
        
    16 თებერვალი 2022, 18:00
სტატუსი:
გაფორმებული
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T12132 - ტენდერი Microsoft-ის არსებულ ღრუბლოვანი (Cloud) სერვისების შეძენაზე
            
        
        ელ. ტენდერი
                    - გამომცხადებელი: სავალდებულო დაზღვევის ცენტრი
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: USD
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 9 თებერვალი 2022 დრო 10:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 16 თებერვალი 2022 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი აცხადებს ტენდერს Microsoft-ის შემდეგი სერვისების მისაღებად:
ამოცანა:
შეძენის ობიექტს წარმოადგენს Microsoft-ის არსებულ ღრუბლოვანი(Cloud) სერვისების შეძენა, Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი გამყიდველი კომპანიებისაგან.
შეძენის პირობები:
- სერვისის მომწოდებელი უნდა იყოს Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი Reseller-ი. (უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი);
 - ლიცენზიების მიწოდება უნდა მოხდეს შერჩეულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში;
 - დამკვეთისთვის სერვისის მიწოდების დროს გამოყენებული უნდა იყოს Microsoft-ის ოფიცალური ღრუბლოვანი (Cloud) სერვისები;
 - სერვისის მომწოდებელს უნდა ჰქონდეს პორტალი საიდანაც დამკვეთს ექნება მომხმარებლების გაზრდის შესაძლებლობა;
 - პორტალიდან შესაძლებელი უნდა იყოს მომხმარებელთა ზუსტი რაოდენობების ამოღება ნებისმიერი თარიღისათვის;
 - დამკვეთთან ელფოსტაზე უნდა მიდიოდეს ავტომატური ინვოისი, ყოველთვიურად Microsoft-ის ოფიციალური Microsoft365 admin center-დან;
 - დამკვეთს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარი მომხმარებლების მართვა განახორციელოს, ისე რომ ამ პროცესში არ იყოს სხვა ვინმე ჩართული (გარე მესამე პირი. მათ შორის თუნდაც სერვისს მიმწოდებელი);
 - საჭიროების შემთხვევაში არსებული სერვისის მიმწოდებლიდან ახალ მიმწოდებელზე გადასვლა უნდა განხორციელდეს დამკვეთისთვის მაიკროსოფტის სერვისის წყვეტის გარეშე.
 
გამოსაგზავნი / ასატვირთი მასალები:
- Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი Reseller-ის დამადასტურებელი დოკუმენტი
 - კომპანიის ბეჭდიანი ინვოისი ატვირთვის თარიღის მითითებით, როგორც ყოველთვიურ, ასევე წლიური ღირებულების მიხედვით აშშ დოლარში 1 მომხმარებელზე, შემდეგ სერვისებზე:
 - Microsoft Power BI Pro
 - Microsoft Office 365 Business Essentials
 
არსებული სერვისების აღწერა:
მომხმარებელების რაოდენობა წლის განმავლობაში:
Microsoft Power BI Pro – 15 მომხმარებელი
Microsoft Office 365 Business Essentials – 153 მომხმარებელი
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 16 თებერვალი, 18:00 სთ;
 - შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
 
ტენდერის პროცედურების და შესყიდვების მიმართულებით საკონტაქტო პირი:
ნიკოლოზ მინდიაშვილი,
საკონტაქტო პირის ელ-ფოსტის მისამართი: nmindiashvili@tpl.ge
მობ: 591 404046
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
 - 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
 - 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
 - 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები