ჩაბარების ვადა:

16 თებერვალი 2022, 18:00

სტატუსი:

გამარჯვებული

E
ელ. ტენდერი
T12145 - ტენდერი პერსონალის კვებით მომსახურებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 16 თებერვალი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. „დიპლომატიშპს დიპლომატ ჯორჯიას სახელით საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების P&G-ის და Nestle- სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

შპსდიპლომატ ჯორჯიააცხადებს ტენდერს ერთ ლოტად:

  • პერსონალის კვებითი მომსახურების გაწევა

მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, /, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს : დანართი მოცემული
    პროდუქციის განფასებას, მომსახურებას, გადახდის პირობას და სხვა დეტალებს.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
  • ბოლო 2 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • წინადადების წარდგენისათვის საჭირო ყველა პირობა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
  • ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ გვერდზე www.tenders.ge
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

ტენდერის პირობები:

  • კვებითი მომსახურების პირობებში გათვალისწინებული უნდა იყოს:
  • ყოველდღიურად უზრუნველყოს კომპანიის თანამშრომლების კვება იმ რეჟიმითა და
    ასორტიმენტით, რომელიც მოყვანილია დანართში;
  • აწარმოოს მხოლოდ ხარისხიანი და ვარგისი პროდუქტების შესყიდვა, გაყინული პროდუქციის გამოყენების შემთხვევაში ისარგებლოს მხოლოდ A(1) კატეგორიის პროდუქტით, რომელთაც აქვთ საჭირო შესაბამისი სერტიფიკატი და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • საკვები პროდუქტების და მზა კერძების მომზადება აწარმოოს ეკოლოგიური და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესაბამისად, რომლებიც დადგენილია საზოგადოებრივი კვების ორგანიზაციებისათვის;
  • უზრუნველყოს მაგიდებზე ყველა სამაგიდო ატრიბუტიკის (მარილი, პილპილი, მდოგვი), კბილის საწმენდი ჩხირების მუდმივი არსებობა;
  • საჭირო ხსნარებით აწარმოოს ხელსაწყოების და ინსტრუმენტების რეგულარული სანიტარული დამუშავება, რომლებიც გამოიყენება მომსახურეობების გაწევისას, ასევე პერსონალის სპეცტანსაცმლის სისუფთავე;
  • შემსრულებელი დამოუკიდებლად აფორმებს ყველა საჭირო ნებართვას, ლიცენზიასა და სხვა დოკუმენტებს, რაც საჭიროა მოცემულ მომსახურეობების გაწევისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
  • მომსახურების გაწევისი ტიპი: ცივი და ცხელი ხაზი.
  • მომსახურების დრო: 10:30 - დან 16:00 - სთ-მდე.
  • მომსახურე პერსონალი: 2 ადამიანი ( სალარო, აგროვება) + 1 დიასახლისი.
  • შემსრულებელი ვალდებულია ასორტიმენტის განთავსებისას გაითვალისწინოს მარხვის დღეები.
  • საჭიროების შემთხვევაში Lunch Box _ ებით მომსახურების სერვისის დაკმაყოფილება.
  • კომპანიის თანამშრომლების რაოდენობა:

თანამშრომლების რაოდენობა თვის ჭრილში

საწყობი ოფისი ჯამი
პანდემიის ეფექტის გარეშე 60 120 180
პანდემია 40 30 70


სატენდერო
პროცედურები და ვადები:

სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.

  • სატენდერო წინადადება უნდა მოხდეს წარდგენილი დანართის ფორმატში.
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპსდიპლომატ ჯორჯიასსატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.

შპსდიპლომატ ჯორჯიაუფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 16 თებერვალი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების უფროსი სპეციალისტი:
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: t.imerlishvili@diplomat.ge
ტელ: +995 571 77 22 11

შესყიდვების მენეჯერი:
საკონტაქტო პირი: ბაკო ხაბურძანია
ელ. ფოსტა: B.khaburdzania@diplomat.ge
ტელ: +995 577 14 44 40

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ტენდერის კატეგორია:

  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება
  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    14 თებერვალი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა