ჩაბარების ვადა:

16 თებერვალი 2022, 16:00

სტატუსი:

შეწყვეტილი

E
ელ. ტენდერი
T12146 - ტენდერი ტაქსით მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. „დიპლომატი“ შპს დიპლომატ ჯორჯიას სახელით საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების P&G-ის და Nestle-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში. 

შპს „დიპლომატ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ერთ ლოტად: 

  • ტაქსით მომსახურების შესყიდვაზე.

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება. 

ყოველთვიური გამოძახებების საშუალო რაოდენობა - 250. 

კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 

  • ავტომობილები უნდა იყოს გამართულ, ტექნიკურ მდგომარეობაში; ავტომობილი უნდა იყოს კარგ სანიტარულ მდგომარეობაში;
  • უზრუნველყოს მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანა;
  • გამოძახების გაფორმებიდან მანქანის მოსვლის პერიოდი 10-15 წუთი;
  • წინასწარი (1 დღით ადრე) შეტყობინების საფუძველზე, მანქანების მობილიზება; 

მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია: 

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს: დანართში მოცემული
    დეტალების განფასებას, გადახდის პირობას და სხვა დეტალებს.
  • ინფორმაცია მანქანების კატეგორიებისა და რაოდენობის შესახებ;
  • ინფორმაცია თუ რა ფორმით მოხდება გამოძახება: სატელეფონო ზარით (სასურველია), ან სატელეფონო ზარს+აპლიკაცია;
  • ინფორმაცია, თუ რა სახით მოხდება რეპორტის წარმოება განხორციელებული მგზავრობის შესახებ; რეპორტში მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
    - გამოძახების თარიღი, დრო;
    - შემკვეთის სახელი გვარი და მობილურის ნომერი;
    - მგზავრობის დაწყების და დასრულების მისამართი
    - მგზავრობის კილომეტრაჟი და ჯამური ღირებულება
    - შემოთავაზების შევსებული ცხრილი; 
მომსახურება ტარიფები

1 კმ-ის ღირებულება თბილისში (ფასი უნდა იყოს მოცემული ლარში ყველა გადასახადის გათვალისწინებით) 

 

ჩაჯდომის ღირებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 

 

უფასო დალოდების დრო (წთ) 

 

დალოდების ტარიფი უფასო წუთების ამოწურვის შემდეგ 

 

გამოძახებიდან ადგილზე მისვლის მაქსიმალური დრო (წთ) 

 

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).

ბოლო 2 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ გვერდზე www.tenders.ge

მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. აცხადებს ტენდერს ტაქსით მომსახურების შესყიდვაზე. 

სატენდერო პროცედურები და ვადები: 

  • სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოხდეს წარდგენილი დანართის ფორმატში.
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „დიპლომატ ჯორჯიას“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
  • შპს „დიპლომატ ჯორჯია“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 16 თებერვალი, 16:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია: 
შესყიდვების უფროსი სპეციალისტი: 
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: t.imerlishvili@diplomat.ge
ტელ: +995 571 77 22 11 

შესყიდვების მენეჯერი: 
საკონტაქტო პირი: ბაკო ხაბურძანია
ელ. ფოსტა: B.khaburdzania@diplomat.ge
ტელ: +995 577 14 44 40 

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. 

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    14 თებერვალი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა