ჩაბარების ვადა:
        
    17 თებერვალი 2022, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT12152 - ვენდისის სწრაფი კვების ობიექტის მშენებლობა
- გამომცხადებელი: ვ-ჯეო რესტორნები
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 17 თებერვალი 2022 დრო 15:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს "ვ-ჯეო რესტორნები" რომელიც ოპერირებს საქართველოს ბაზარზე საერთაშორისო ბრენდ Wendy's-ის რესტორნების ქსელის სახელით აცხადებს ტენდერს ვენდისის სწრაფი კვების ობიექტის მშენებლობაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
- მინიმუმ ათ წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
 - მინიმუმ ერთი მსგავსი მასშტაბის განხორციელებული მშენებლობა;
 - შესრულებული პროექტების ჩამონათვალი უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში;
 - სამშენებლო და საპროექტო ჯგუფის არსებობა კომპანიაში (არქიტექტორი, კონსტრუქტორი, ინჟინერი და მთავარი მშენებელი);
 
ხელშეკრულების ძირითადი პირობები:
- აუცილებელია სამუშაოების დაწყებიდან (ხელშეკრულების გაფორმებიდან) 6 თვის ვადაში შენობა იყოს ჩაბარებული იმ მდგომარეობაში რაც ვიზუალიზაციაზეა წარმოდგენილი (გარე სარეკლამი მასალების, ბანერებისა და შიდა მოპირკეთების გარდა).
 - ხელშეკრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში კომპანიას დაეკისრება პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 500 ლარის ოდენობით.
 
გადახდის პირობები:
- ავანსად სრული თანხის 20 % და ყოველი თვის დასრულებისას, არაუგვიანეს 10 დღისა, თანხის გადახდა შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
 
გარანტია:
- 2 წელი ფასადზე.
 
განაცხადები მიიღება 2022 წლის 17 თებერვლამდე, 15:00
ყველა განაცხადი მიიღება კონვერტში დალუქულ მდგომარეობაში ჩვენს მისამართზე.
მის: ქ. თბილისი, ი. მოსაშვილის 11, სართული 5, "ვენდის"-ის სათაო ოფისი.
საკონტაქტო პირი: 
საბა ლაზარიაშვილი
მობ: 577 398 007
ტენდერის კატეგორია:
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
 - 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
 - 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
 - 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები