ჩაბარების ვადა:

21 თებერვალი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T12170 - ტენდერი ბრენდის ცნობადობის შეფასებისთვის კვლევითი კომპანიის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სსვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს ღია ტენდერს ბრენდის ცნობადობის შეფასებისთვის კვლევითი კომპანიის მომსახურების შესყიდვის მიზნით.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნების სახით ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ჭანტურიას ქუჩა #14. შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 21 თებერვლის 18:00 საათი. სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომისია, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ (ტენდერის დასახელება).

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტებს შეუძლიათ სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის დადგომამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭანტურიას ქუჩა #14.

საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციებს:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საბანკო სექტორში მსგავსი მომსახურების განხორციელების მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან რეგისტრაციის შესახებ.

საკონტაქტო პირი: სალომე კახიძე,
მობილური ნომერი: 592-13-35-35,
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1232),
ელ ფოსტა: s.kakhidze@vtb.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებზე: ზაზა წულაია,
მობილურის ნომერი: 599-50-25-65;
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1143),
ელ. ფოსტა: z.tsulaia@vtb.ge

შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 24 საათით ადრე, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და  ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.

დაინტერესებული პირები, ტენდერთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას შეუძლია გაეცნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  https://vtb.ge/ge/about-the-bank/tenders/145/tenderi-brendis-tsnobadobis-shepasebistvis-kvleviti-kompaniis-momsakhurebis-sheskidvis-shesakheb

ტენდერის კატეგორია:

  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა