
25 თებერვალი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT12181 - ფასთა გამოკითხვა რედუქტორების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: RMG Gold
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 25 თებერვალი 2022 დრო 18:00
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
Rich Metals Group აცხადებს ფასთა გამოკითხვას რედუქტორების შესყიდვაზე.
-
შესყიდვის საგანი - რედუქტორი.
-
პროდუქციის დეტალური აღწერილობა და მოთხოვნილი რაოდენობა იხილეთ დანართში No 2.
-
კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 25.02.2022, 18:00 საათი.
ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
- ენა: ქართული/რუსული/ინგლისური.
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასწარმოქმნის მექანიზმი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
- კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება ტრანსპორტირების ჩათვლით;
- ანგარიშსწორების პირობები;
- შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის სერთიფიკატი;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
- რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
- ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ;
კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
- მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
- ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში N1.
- კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პროცედურების მართვის სპეციალისტი:
ლილე პირველი
მობ: +995 579 552 051
ტენდერის კატეგორია:
- 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
- 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის
Добрый день! Спасибо за оперативные ответы! Просим дополнительно прислать фото шильда ранее установленного двигателя.
Добрый день! Просим уточнить в каком механизме будут использоваться электродвигатели в комплекте с редукторами 3РВ-500-125? Также интересует грузоподъёмность этого механизма и его режим работы? Ещё просим сообщить используется ли в этом механизме где-то аппаратура с частотным управлением? И укажите исполнение двигателей, на лапах или фланце? Заранее благодарим за оперативный ответ!
Электродвигатели в комплекте с редукторами 3РВ-500-125 исползуется на барабанной разгрузочной тележке ленточного конвейера расчетнои производительностю 334-272 т/час. исполнения двигателя на лапах. Аппаратура с частотным управлением не применяется.
გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი კომპანია არის კომპანია "FLENDER"-ის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში და გვსურს შემოგთავაზოთ უმაღლესი ხარისხის ევროპული ნაწარმი კონკურენტულ ფასებში. https://www.flender.com/en/
მოგესალმებით ჩამონათვალში არსებული მოდელების მიხედვით თითქმის შეუძლებელია ზუსტი ანალოგების შერჩევა. მნიშვნელოვანია სიმძლავრის, ბრუნთა რიცხვების ზუსტი მნიშვნელობების ცოდნა. გთხოვთ დამატებით მოგვაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია, ან არსებული მოდელების ტრაფარეტის სურათები, ან საკონტაქტო პირის მონაცემები ვისთანაც შეიძლება დავაზუსტოთ აღნიშნული?