ჩაბარების ვადა:

18 თებერვალი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T12207 - ფასთა გამოკითხვა ალუმინის კარ-ფანჯრების და ვიტრაჟების დამზადება/მონტაჟზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპსორი ნაბიჯი აცხადებს ფასთა გამოკითხვას ალუმინის კარ-ფანჯრების და ვიტრაჟების დამზადება/მონტაჟის შესახებ.

გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს მითითებული ლარში დღგ-ს ჩათვლით.

შემოთავაზებასთან ერთად გთხოვთ მოგვაწოდოთ მისამართები, ანუ მომსახურების წერტილები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, უნდა გადმოაგზავნონ მეილზე tenders@orinabiji.ge 2022 წლის 18 თებერვლის ჩათვლით ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2022 წლის 18 თებერვლის ჩათვლით
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10 საათიდან 18 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • კომპანიის სრული დასახელება
  • საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
  • მისამართი
  • ტელეფონი
  • საბანკო რეკვიზიტები
  • თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, პროდუქციის დასახელება, სპეციფიკაცია, ერთეულის ფასი დღგ-ს ჩათვლით
  • მიწოდების ვადა და პირობები
  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება).

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული:

  • სატენდერო კომისია

საკონტაქტო პირი:
ვანო ჩარგაზია
ტელეფონი: +995 598 36 34 14
E-mail: Vano.chargazia@orinabiji.ge  
მისამართი: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო

შენიშვნები:

  • შპს ,,ორი ნაბიჯიუფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
  • შპს ,,ორი ნაბიჯიგამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით
  • თუ პრედენდენტს არ შეუძლია გარკვეული ნაწილისა თუ სერვისის მოწოდება შეუძლია გამოტოვოს გრაფა

ტენდერის კატეგორია:

  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
  • 44200000 სტრუქტურული მასალები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

დოკუმენტაცია