ჩაბარების ვადა:

22 თებერვალი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T12225 - ბაზრის კვლევა სამაჯურების შესყიდვაზე

ბაზრის კვლევის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ბაზრის კვლევას სამაჯურების შესყიდვაზე. კვლევაში  მონაწილეობისთვის და დეტალური ინფორმაცის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ  რეგისტრაცა გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba). 

რეგისტრაციისთვის მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: თეონა ფიცხელაური
ელ. ფოსტა: tpitskhelauri@bog.ge
მობ: 577 52 42 35  

კვლევაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
  • სარეკომენდაციო წერილები

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

კვლევის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

პროდუქტის დასახელება (დანართი 1);  

  • კვლევა ტარდება სამაჯურებზე:
  • წარწერა მორზეს ანბანით „არ გაჩერდე“. 
  • რაოდენობა 4300 ცალი
  • ბისერების და სამაჯურების ფერები შერეული. მაგ: წითელი, ნარინჯისფერი, მკვეთრი ვარდისფერი, წვანე, იასამნისფერი...

ვარიაციები, რომელთა განფასება და წარმოების ვადაც დაგვჭირდება მოცემულია ქვემოთ.

ასევე ფოტოები მაგალითისთვის.

მოთხოვნის შემთხვევაში, მომწოდებელმა ნიმუშები 2 დღის ვადაში უნდა წარადგინოს. 

  • ვერსია 1: ვერცხლის მორზეს ბურთები და ტიხრები -აწყობა ფერად თოკზე.
  • ვერსია 2: ვერცხლისფერი უჟანგავი მეტალის მორზეს ბურთები და ტიხრები - აწყობა ფერად თოკზე. 
  • ვერსია 3: ვერცხლის მორზეს ბურთები და ტიხრები, დანარჩენი ბურთები რაიმე სხვა ფერის ბისერით- აწყობა ფერად თოკზე.
  • ვერსია 4: ვერცხლისფერი უჟანგავი მეტალის მორზეს ბურთები და ტიხრები, დანარჩენი ბურთები სხვა ფერის - აწყობა ფერად თოკზე.

გთხოვთ წარმოადგინოთ თოკის და სამაჯურის შესაკრავის სხვადასხვა ვერსია 

 

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები