
23 თებერვალი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT12233 - ფასთა გამოკითხვა ავტომატური ამომრთველების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: RMG Gold
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 23 თებერვალი 2022 დრო 18:00
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
Rich Metals Group აცხადებს ფასთა გამოკითხვას ავტომატური ამომრთველების შესყიდვაზე.
- შესყიდვის საგანი - ავტომატური ამომრთველები.
- პროდუქციის დეტალური აღწერილობა და მოთხოვნილი რაოდენობა იხილეთ დანართში #2.
- კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 23.02.2022, 18:00 საათი.
ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება.
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
- ენა : ქართული/რუსული/ინგლისური.
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასწარმოქმნის მექანიზმი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
- კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება ტრანსპორტირების ჩათვლით;
- ანგარიშსწორების პირობები;
- შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის სერთიფიკატი;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
- რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
- ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ;
კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
- მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
- ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1.
- კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე : procurement@richmetalsgroup.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პროცედურების მართვის სპეციალისტი:
ლილე პირველი
Т +995 579 552 051.
ტენდერის კატეგორია:
- 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
მოგესალმებით მადლობა პასუხისთვის, მთლიანად ტექნკური დავალაბა არ მოიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას (დაცვის კლასი, მაქსიმალური დენური მედეგობა, დაცვის ტიპი და სხვა), რაც საჭიროა სწორი პროდუქტის შესარჩევად, აქედან გამომდინარეობს ფასიც. ვეცდებით ჩვენთვითონ შეგირჩიოთ რომელიმე კონკრეტული მოდელები და იმედი გვაქვს შერჩევა-შეფასებისას გაითვალისწინებთ უკეთეს ტექნკურ პარამეტრებსაც ფასთან მიმართებაში.
მოგესალმებით მე-8 პოზიციიდან 13-ის ჩათვლით არაა მითითებული რამდენ პოლუსიანი ამომრთველებია საჭირო, აგრეთვე არაა მითითებული ნომინალური ძაბვები, იქნებ დააზუსტოთ?
მოგესალმებით, მე-8 პოზიციიდან 13-ის ჩათვლით------3-პოლუსა და ნომინალური დენი 400ვ
ანუ როგორც მივხვდით პასუხიდან, SIEMENS-ის ორიგინალ პროდუქციას ამ ეტაპზე ვერ შემოგთავაზებთ?
მოგესალმებით, ინიციატორთან შეთანხმებით, განვიხილავთ Siemens-ისა და ABB-ს ანალოგებსაც. პროდუქცია აუცილებლად უნდა იყოს ორიგინალი.
მოგესალმებთ მოთხოვნლია კონკრეტულად Schneider-ის პროდუქცია თუ შესაძლებელია სხვა ბრენდის შემოთავაზებაც?
მოგესალმებით, ამჟამად ინიციატორის მიერ მოთხოვნილია კონკრეტულად Schneider-ის პროდუქცია.