ჩაბარების ვადა:

28 თებერვალი 2022, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
P
ფასების ცხრილი
T12239 - ტენდერი დეზინსექცია-დერატიზაციის სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,შავი ზღვის ტერმინალი" აცხადებს ტენდერს დეზინსექცია-დერატიზაციის სამუშაოებზე.

ტერმინთა განმარტება:

  • დეზინსექცია: ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებს ეპიდემიოლოგიური და სანიტარიულ-ჰიგიენური მნიშვნელობის ფეხსახსრიანთა განადგურებას.
  • დერატიზაცია: ღონისძიება, რომელიც მიმართულია ეპიდემიოლოგიური და სანიტარიულ-ჰიგიენური მნიშვნელობის მღრღნელების გასანადგურებლად.

მოთხოვნა:

  • მოცემული ღონისძიებები უნდა გატარდეს ტერმინალის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ხობის რაიონ სოფელ ყულევში, ყოველ 3 (სამ) თვეში ერთხელ;
  • შემოთავაზებაში  მიუთითეთ კომპანიის მონაცემები, საკონტაქტო პირები,სერთიფიკატები;
  • პერსონალის სერტიფიკატები მოცემული მიმართულებით;
  • გამოსაყენებელი ქიმიური საშუალებების დასახელებები და  უსაფრთხოების პასპორტი;

ჩასატარებელი სამუშაოების ფართობი მოცემულია ფასთა ცხრილში;

მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოწოდების ბოლო ვადაა: 2022 წლის 28 თებერვალი, 18:00 საათი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 28 თებერვალი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ მითითებულ მეილებზე:
dmaia@bst.socar.az; n.tepania@bst.socar.az



ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    16 თებერვალი 2022 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა