ჩაბარების ვადა:

1 მარტი 2022, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T12286 - ტენდერი საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ევექსის ჰოსპიტლები“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს ტენდერში საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე მონაწილეობის მიღებას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს სს „ევექსის ჰოსპიტლები“. 

შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2022 წლის 01 მარტის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით. 
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები. 
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება. 

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • ტენდერის გამოცხადება 22 თებერვალი 2022 წ.
  • სატენდერო წინადადებების მიღება 01 მარტი 2022 წ.
  • გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენა 09 მარტი 2022 წ.
  • ხელშეკრულების გაფორმება 16 მარტი 2022 წ.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ. 

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება. 

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება. 

საკანცელარიო საქონლის ჩამონათვალი განსაზღვრულია დანართში #5 - ხარჯთაღრიცხვაში. (ფასების ცხრილი უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს).

  • საკანცელარიო საქონელის მიწოდება ხორციელდება ყოველთვიურად
  • ტენდერის შედეგად შესაძლოა, გამოვლინდეს ერთზე მეტი მიმწოდებელი და ხელშეკრულება გაფორმდეს სხვადასხვა კომპანიებთან, როგორც ტენდერით გათვალისწინებულ ყველა, ისე ცალკეულ პოზიციებზე.
  • დანართ #5-ში მოცემულია სავარაუდო შესყიდვის რაოდენობები, რომელიც აღებულია წინა წლის შესყიდულ პროდუქციაზე. 

პროდუქციის მიწოდების ადგილი:  

  •  სს“ევექსის ჰოსპიტლებისა“ ქსელში შემავალი ჰოსპიტლები. დეტალური მისამართებისთვის იხილეთ დანართი #6 - ჰოსპიტლების მისამართები

სატენდერო წინადადება მომზადებულ უნდა იქნას დანართ #5-ში განსაზღვრული რაოდენობების მიხედვით.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 1 მარტი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: dmosidze@evex.ge
მობ +995577640044.

შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებული კითზვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ საკონტაქტო პირს:
სოფიო ვაჩაძე
ელ. ფოსტა: nsaghinashvili@evex.ge
მობ: +995571784644

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    25 თებერვალი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა