ჩაბარების ვადა:

14 მარტი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T12287 - ტენდერი ავტომატიზაციის სისტემის მოწყობა მის საკუთრებაში მყოფ შემდეგ ჰიდრო ელექტრო სადგურებზე: რაჭა, რიცეულა, ალაზანი ჰესი, ალაზანი 2 და სათაო ოფისში მართვის ბლოკის (სერვერის) გაწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპარაცია“აცხადებს ტენდერს ავტომატიზაციის სისტემის მოწყობა მის საკუთრებაში მყოფ შემდეგ ჰიდრო ელექტრო სადგურებზე: რაჭა, რიცეულა, ალაზანი ჰესი, ალაზანი 2 და სათაო ოფისში მართვის ბლოკის (სერვერის) გაწყობაზე 22/02-GIEC- HYDRO- Automation / Service -22.

სამუშაოს დასახელება: ავტომატიზაციის სისტემის მოწყობა მის საკუთრებაში მყოფ შემდეგ ჰიდრო ელექტრო სადგურებზე: რაჭა, რიცეულა, ალაზანი ჰესი, ალაზანი 2 და სათაო ოფისში მართვის ბლოკის (სერვერის) გაწყობა.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:
ლოტი #1

  • რაჭა და რიცეულა ჰიდრო ელექტრო სადგურების ავტომატიზაცია

ლოტი #2

  • ალაზანი ჰესი და ალაზანი 2 ჰიდრო ელექტრო სადგურების ავტომატიზაცია

ლოტი #3

  • კომპანიის სათაო ოფისში მართვის ბლოკის (სერვერის) გაწყობა.

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • ტექნიკური დავალება ინგლისურ ენაზე (დანართი #1- 3)
  • კომერცეული პირობების შესავსები ცხრილი (დანართი #4)

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების შესახებ რაც გულისხმობს ელექტროენერგიის გამომუშავების ობიექტებზე პროცესის ავტომატური კონტროლის სისტემების დანერგვას, ობიექტის მითითებით, პროექტის დასახელებით, ორგანიზაციის მითითებით ვისტვისაც შესრულდა პროექტი, პროექტის ბიუჯეტის და პერიოდის მითითებით);
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაცია
  • შევსებული დანართი # 4

შენიშვნა:

  • დასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს:

  • ინფორმაციას გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაციას სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ (ტენდერში მითითებული პროექტის დასრულების სასურველი ვადების გათვალისწინებთ); 
  • კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს პერსონალის სავალდებულო ტრენინგს. პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და ლიცენზიების ვადა აღჭურვილობის მიწოდების დღიდან მინიმუმ 15 წელი.
  • სატენდერო წინადადებაში უნდა იყოს მითითებული აღჭურვილობის შემადგენლობა და მასალების რაოდენობა.
  • მიწოდებული აღჭურვილობის გარანტია არანაკლებ 12 თვისა (უნდა იყოს მითითებული სატენდერო წინადადებაში).

შენიშვნა:

  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • სისტემების დაგეგმილი მიწოდება, მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება არა უგვიანეს 2022 წლის ივლისი-აგვისტო.

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 14 მარტი, 17:00 საათი.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს ტენდერის დასახელება და ნომერი - 22/02-GIEC- HYDRO- Automation / Service -22;

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
საკონტაქტო პირი: შალვა გოგოლაძე
ელ-ფოსტა: shgogoladze@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 591 12 97 74

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ლერი ჭიპაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 599 88 11 66

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები
  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები