ჩაბარების ვადა:
3 მარტი 2022, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT12291 - ტენდერი პირველადი ხარძარსაწინააღმდეგო ქრობის საშუალებების მოწოდებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს პირველადი ხარძარსაწინააღმდეგო ქრობის საშუალებების მოწოდებაზე
ტენდერის პირობები:
თავი I. ზოგადი მიმოხილვა:
- ხარძარსაწინააღმდეგო მოწყობილობის მოწოდება დანართში მითითებული მისამართებისა და მახასიათებლების მიხედვით.
- მოწოდების ვადა – ხელშეკრულების ხელმოწერიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
- გადახდის ვადა - მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 45 კალენდარული დღე.
- მიწოდების მისამართები მოცემულია დანართში.
- ხარძარსაწინააღმდეგო მოწყობილობებსთან უნდა ერთვოდეს GOST-ის სერთიფიკატი.
თავი II. სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
კომპანიის (პრეტედენტის) შესახებ ინფორმაციას:
- აუცილებელი პირობა - მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს კომპანია- რეზიდენტი;
- კომპანიის სრული დასახელება;
- იურიდიული მისამართი;
- ფაქტიური მისამართი;
- ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა;
- საკონტაქტო პირი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- კომპანიის ხელმძღვანელ(ებ)ის მონაცემები;
- მსგავსი მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ მონაცემები;
- სერტიფიკატი ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ტენდერში მონაწილეს აქვს უფლება გასწიოს მსგავსი ტიპის მოსმახურება.
- კომერციული წინადადების ღირებულება მოცემული უნდა იყოს ლარში.
საკვალიფიკაციო დოკუმენტები ტენდერში მონაწილეობისთვის წარსადგენად:
- პრეტედენტის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- შესაბამისი ორგანოების შეტყობინება ლიკვიდაცია-რეორგანიზაციის პროცესის არ არსებობის შესახებ;
- საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების არ არსებობის შესახებ ცნობა;
- მსგავსი მომსახურებებისა შესახებ ინფორმაცია;
- ტენდერის მონაწილის ინსტრუქცია - ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი;
კომერციული წინადადება:
- ტენდერის მონაწილის კომერციული განცხადება უნდა შეიცავდეს მოწყობილობისა და სამუშაოების სრულ ღირებულებას ტექნიკური დავალების შესასრულებლად, წინადადების ვალუტა - ლარში დღგ-ს ჩათვლით.
სატენდერო პროცედურები:
- ტენდერის თარიღი: 04 მარტი 2022 წელი, 15:00. ჩატარების ფორმატი - zoom-ის კონფერენციის საშუალებით.
- ტენდერის ჩატარების ადგილი: თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპ ს,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
- ტენდერის მონაწილეებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტებში 2022 წლის 03 მარტის 12:00 საათამდე. მონაწილის კონვერტები წარმოდგენილი უნდა იყოს პრეტედენტის ინსტრუქციის 12.3 მუხლის შესაბამისად. კონვერტზე მითითებული უნდა იყოს მონაწილის სახელი და მასალა, რომელიც მოთავსებულია კონვერტში.
- კონვერტები მონაწილეთა მიერ წარდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპ ს,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
ტენდერის კატეგორია:
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
- 51700000 ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების მონტაჟი