ჩაბარების ვადა:

28 თებერვალი 2022, 16:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T12295 - ტენდერი სენაკის ვალუტის სერვის-ცენტრის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებაზე (0002176)

ტენდერის აღწერილობა:

სს “თიბისი ბანკი” შემდგომში “მყიდველი” გიწვევთ სარემონტო სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების ღია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი წინადადებები შესყიდვების ელექტრონული სისტემის – www.tenders.ge საშუალებით.

ტენდერში მონაწილეობის წესები:

  • წინადადებების ატვირთვა შესაძლებელია: 28.02.2021წ. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.
  • რევერსული აუქციონი დაიწყება 16:00 საათზე.
  • ტექნიკური ხასიათის კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: გიორგი კვანტალიანი (ინჟინერი) – 595 502 204 GKvantaliani@Tbcbank.com.ge
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით: ვახტანგ ქიტუაშვილი 599 88 45 30 Vkituashvili@Tbcbank.com.ge

სატენდერო პირობები:

  • ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, ყველა გადასახადის ჩათვლით (დ.ღ.გ., საშემოსავლო და ა.შ.)
  • სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტორნულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
  • იმ შემთვხევაში თუ პრეტენდენტი განახორციელებს ვაჭრობას, ვალდებულია წარადგინოს ფასკლების მიხედვით დაკორექტირებული სატენდერო დანართი N1;

შემოთავაზება შევსებული უნდა იყოს ბანკის მიერ წარმოდგენილ „სატენდერო დანართ N1“-ის ფორმში, სადაც მოცემულია შესასრულებელ სამუშაოთა საჭირო მოცულობები. „სატენდერო დანართ N1“-ში ივსება მხოლოდ და მხოლოდ სამუშაოების ფასთა გრაფები, დანარიცხების პროცენტული სიდიდეები და შემსრულებლის მონაცემები.

დანარიცხების გრაფაში არ არის საშემოსავლოს პუნქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გადასახადი ხელფასების სვეტში უნდა იყოს გათვალისწინებული. ტენდერის შემდგომ დაზუსტების მიზნით მოწოდებული ყველა ტიპის ინფორმაცია (მათ შორის ელექტრონული სახით) ითვლება წინადადების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილად.

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება (ხელშეკრულების ნიმუში იხილეთ წარმოდგენილი დრაფტის სახით) დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო ფასს და დააკმაყოფილებს ბანკის მოთხოვნას მასალების ხარისხობრივ კატეგორიაში.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

ბანკის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში (მხოლოდ ერთი სატენდერო განაცხადი და ა.შ.), რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე;

წინადადების მოქმედბის ვადა: მინიმუმ 30 კალ. დღე.

P.S. ელექტრონული ვაჭრობის საგანია სამუშაოების ჯამური ღირებულება!

III. წარმოსადგენი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები
  • კომპანიის იურიდიული სახელი: საიდენტიფიკაციო კოდი:
  • საკონტაქტო პირის სახელი გვარი, პოზიცია: ელ-ფოსტა, ტელ-ნომერი:

სამუშაოების შესრულება:

  • სამუშაოები იწარმოებს შეუზღუდავად, სახელმწიფო რეგულაციების გათვალისწინებით.

IV. საკვალიფიკაციო მოთხოვნა

  • საგარანტიო პერიოდი და შესრულების ვადა (იხ. დანართი N1);

V. ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ხარჯთაღრიცხვა - დანართი N1 (ექსელის ფორმატში);
  • სრულად შევსებული KYP ფაილი (ექსელის ფორმატში) - ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ;
  • ხელმოწერილი და დასკანერებული აფიდავიტის ფორმა;

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 28 თებერვალი, 16:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი;
  • რევერსული აუქციონი იმართება ჯამურ ღირებულებაზე.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

თანდართულ დოკუმენტაციაში ასევე მოცემულია ხეკშეკრულების სტანდარტული ნიმუში ძირითადი პირობებით.

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    28 თებერვალი 2022 დრო 12:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • მაქს. ოდენობა: 97'000.00 ‎₾
  • ფასის კლების ბიჯი: 500.00 ‎₾