
9 მარტი 2022, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT12298 - ტენდერი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის - A და H ბლოკების გათბობის ქვაბების და დიზელ გენერატორების დიზელის საწვავით მომარაგების პროექტის შედგენაზე
ტენდერის აღწერილობა:
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “ასოციაცია ატუ“ აცხადებს ტენდერს და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
შესყიდვის ობიექტია: ქ.ქუთაისი ახლგაზრდობის მე-5 შესახვევში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის - A და H ბლოკების გათბობის ქვაბების და დიზელ გენერატორების დიზელის საწვავით მომარაგების პროექტის შედგენა, საჭირო მასალებისა და მოწყობილობების შეძენა, მათი მონტაჟი, ავტომატური მართვის სისტემის გამოყენებით.
საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
- იურიდიული ან ფიზიკური პირებისათვის
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ბოლო 15 დღის.
- შედარების აქტი ბიუჯეტთან - ელექტრონული წესი.
- ინფორმაცია ძირითადი თანამდეობებზე მომუშავეთ კვალიფიკაციის შესახებ (CV)
- ინფორმაცია 3-5 წლის მანძილძე გაწეული ანალოგიური მომსახურეობის (სამუშაოების) შესახებ
მოკლე ინსტრუქცია სატენდერო წინადადებების შედგენის წესის შესახებ:
- შესყიდვის ფასი უნდა წარმოდგენილი იქნას ლარებში;
- სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე ;
- უნდა წარმოდგენილი იყოს სამუშაოების გრაფიკი და საგარანტიო ვადა;
- სატენდერო წინადადების შეფასებისას მხედველობაში მიიღება პრეტენდენტის შესყიდვის ფასი, კვალიფიკაცია, გამოცდილება, სამუშაოების შესრულების გრაფიკი, შემოთავაზებული მეთოდოლოგია და მიდგომების ეფექტურობა.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- პრეტენდენტმა წერილობით განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო წინადადება და მუშაობის გრაფიკი, ერთ დახურულ კონვერტში, უნდა წარმოადგინოს 2022 წლის 9 მარტსს 16 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.N39ა 10 სართული, ოთახი N14 ან N1. საკონტაქტო პირი გიორგი გუგუნაშვილი ტელ 599 53 77 23.
პრეტენდენტი ტექნიკური დავალების და ნახაზების მისაღებად, უნდა მოვიდეს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი N 39ა (ქართუ ჯგუფის შენობა), 13 სართული სერგო კელენჯერიძესთან, ტელ 599 73 18 41.
ტენდერის კატეგორია:
- 09100000 საწვავი