ჩაბარების ვადა:

7 მარტი 2022, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T12315 - ტენდერი მარშალ გელოვანის I ფაზის სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ემკვადრატი პარკი“ (ს/კ  405116716) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს მარშალ გელოვანის I ფაზის სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • მარშალ გელოვანის N1, I ფაზის გასამწვანებელ ტერიტორიაზე ავტომატური სარწყავი სისტემის მოწყობა, დეტალური პროექტი, ტექნიკური დავალება, ხარჯთაღრიცხვა და დენდროპროექტი მონაწილეებს გაუზიარდებათ ამავე ტენდერზე მიბმული NDA-ს ხელმოწერის შემდგომ

შენიშვნა: წინადადებების წარმოდგენამდე მონაწილემ სასურველია ადგილზე მოახდინოს ობიექტის დათვალიერება. ვიზიტის საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტენდერში მითითებულ ნომერზე წინასწარ.

განფასება:

ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს განფასება შემსყიდველის მიერ ხელმოწერილი NDA-ს საფუძველზე გაზიარებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.

  • ხარჯთაღრცხვა უნდა აიტვირთოს ექსელის ფორმატში და შევსებული უნდა იყოს ყველა ველი.

ფასების წარმოდგენა უნდა მოხდეს ეროვნულ ვალუტაში, ყველა გადასახადისა და გადასახდელის გათვალისწინებით.

სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა:

  • სამუშაოები/საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს თბილისში, მარშალ გელოვანის N1-ში
  • სამუშაოების დაწყება მოხდება მომავალ 1 თვის ვადაში.

მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

  • შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წელი.
  • სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და დადებითი სარეკომენდაციო წერილები ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.).
  • გარდა ამისა პორტფოლიო, სადაც წარმოდგენილი იქნება კომპანიის მიერ შესრულებული პროექტების ჩამონათვალი დამკვეთებითა და შესრულებული სამუშაოების ინფორმაციის მითითებით.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორების პირობები ჩამოყალიბდება სახელშეკრულებო ეტაპზე, თუმცა გადახდის სასურველი პირობები მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებასთან ერთად. ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და ავანსის ჩარიცხვამდე, მონაწილემ უნდა წარმოადგინოს საავანსო თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, მინიმუმ საავანსო ღირებულებაზე და მოქმედი უნდა იყოს ხელშეკრულების დასრულების თარიღიდან მინიმუმ 1 თვის განმავლობაში.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

  • შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების შესრულების გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ანეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და და ძალაში უნდა იყოს არანაკლებხელშეკრულებითგათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებიდან 1 თვის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ხარჯთაღრიცხვა (სატენდერო ხარჯთაღრიცხვა) შემსყიდველის მიერ ხელმოწერილი NDA-ს საფუძველზე გაზიარებული ფორმატის მიხედვით,
  • გადახდის გრაფიკი;
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • სამუშაოების შესრულების დეტალური გეგმა-გრაფიკი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
  • ხარჯთაღრიცხვა უნდა იქნას წამროდგენილი როგორც დადასტურებული ბეჭდით, ასევე ექსელის ფორმატში.

ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე ელექტრონულ ტენდერზე თანდართული სატენდერო პირობების შესაბამისად.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დაშვებულია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველიუფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველიგამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველიარ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველიიტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომშემსყიდველიარ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. შეკითხვები უნდა იქნეს გამოგზავნილი სატენდერო საიტზე არსებულ შეკითხვების მოდულში. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებასშემსყიდველიმხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 7 მარტი, 15:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შესყიდვების წარმომადგენელი:
სალომე სადუნიშვილი
599 68 67 82

ობიექტზე ვიზიტის დაჯავშნა:
დავით კარდანახიშვილი
568 666 580

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    23 თებერვალი 2022 დრო 16:15
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა