ჩაბარების ვადა:

7 მარტი 2022, 23:00

სტატუსი:

დასრულებული

T12323 - ფასთა გამოკითხვა ავტოსამრეცხაოს მომსახურებაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

ლტოლვილთა დანიის საბჭო (ლდს) არის ჰუმანიტარული, არასამთავრობო, არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1956 წელს და საქმიანობს 35-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით.

ლტოლვილთა დანიის საბჭოს მანდატია პირდაპირი დახმარების გაწევა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის, ლტოლვილებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და მასპინძელი თემებისთვის საერთაშორისო დონეზე მათი საკითხების ადვოკატირებით.

საქართველოში ლტოლვილთა დანიის საბჭო საქმიანობას ახორციელებს 1999 წლიდან,  აფხაზეთში 2005 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია შეამციროს იძულებით გადაადგილებასთან დაკაშირებული რისკები, ხელი შეუწყოს გრძელვადიანი და მდგრადი გადაწყვეტილებების მიღებას დევნილების, დაბრუნებულების, მოწყვლადი ჯგუფებისა და ლტოლვილის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირებისთვის.

დასახელება: ავტოსამრეცხაოს მომსახურება.

ვადები:

  • სატენდერო წინადადებების გამოცხადების თარიღი: 2022 წლის 24 თებერვალი
  • სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 7 მარტი
  • სატენდერო წინადადებების წარდგენის დახურვის დრო: 24:00
  • შემოთავაზების საგანი: ავტოსამრეცხაოს მომსახურება

მოთხოვნილი/თანდართული დოკუმენტაცია:
ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ:

  • ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ).
  • მომწოდებლის ქცევის კოდექსი -  ხელმოწერილი და ბეჭედდასმული
  • მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა - შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული
  • გთხოვთ, გაეცნოთ კონტრაქტის ძირითად პირობებს (General Conditions of Contract) (არ საჭიროებს გადმოგზავნას).
  • გთხოვთ გაეცნოთ ჩარჩო ხელშეკრულების ნიმუშს (არ საჭიროებს გადმოგზავნას)

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს მოთხოვნა გაცემულია შესყიდვის (ჩარჩო) ხელშეკრულებისთვის, რომელიც ძალაში უნდა იყოს 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში შესაძლო გაგრძელებით. შეთავაზებული ფასები უნდა იყოს დაფიქსირებული მინიმუმ 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში. თანდართულ RFQ ფორმაში მოთხოვნილი შეთავაზება არის შედარების მიზნით, რათა DRC-ის შესყიდვების კომიტეტმა შეძლოს შეაფასოს პრეტენდენტები და გამოავლინოს გამარჯვებული შესყიდვის მთავარი პრინციპის გათვალისწინებით - საუკეთესო ღირებულება ფულისთვის. შედარების მთავარი კრიტერიუმი იქნება შემოთავაზებული ფასი და ფიქსირებული ფასების მოქმედების ვადა.

ზემოაღნიშნული სერვისისთვის გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები DRC-ში ელექტრონული ფოსტით rfq.geo.tbs@drc.ngo ან წარადგინონ ლტოლვილთა დანიის საბჭოს თბილისის ოფისში შემდეგ მისამართზე: ჭავჭავაძის გამზირი 37დ თბილისი.

არა უგვიანეს 2022 წლის 7 მარტისა.

კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ წერილობით გააგზავნოთ თქვენი შეკითხვები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: Irma.gobronidze@drc.ngo

შეფასების კრიტერიუმი:

  • შემოთავაზების საუკეთესო ფასი შეირჩევა ადმინისტრაციული, ტექნიკური და ფინანსური შეფასების საფუძველზე.
  • უპირატესობა მიენიჭება შემოთავაზებას, სადაც მოცემულია საუკეთესო ხარისხი საუკეთესო ფასად

ტენდერის კატეგორია:

  • 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები