ჩაბარების ვადა:

11 მარტი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T12355 - ტენდერი გენერატორის სწრაფმოქმედი აგზნების და ძაბვის ავტომატური რეგულირების სისტემის შესყიდვაზე მონტაჟით

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპარაცია“აცხადებს ტენდერს გენერატორის სწრაფმოქმედი აგზნების და ძაბვის ავტომატური რეგულირების სისტემის შესყიდვაზე მონტაჟით 25/02-GIEC-P/-22.

შესყიდვის ობიექტის დახასიათება: № 3 ენერგობლოკის გენერატორის სწრაფმოქმედი აგზნების და ძაბვის ავტომატური რეგულირების სისტემის შეძენა მონტაჟით.

სინქრონული გენერატორის ტიპი: ТВВ-165-2

  • სრული სიმძლავრე 176500 კვა
  • აქტიური სიმძლავრე 150000 კვტ
  • რეაქტიული სიმძლავრე 80000 კვარ
  • სტატორის ძაბვა 18000ვ
  • სტატორის დენი 5670ა
  • როტორის ძაბვა 370ვ
  • როტორის დენი 2020ა

მაღალსიხშირული ამგზნების ტიპი: ВГТ -2500-500

  • ძაბვა 360 ვ
  • დენი 2460 ა

მიწოდების ადგილი: გარდაბანი, აღმაშენებლის ქ. 2

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი N1-ს სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;

შენიშვნა:

  • დასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც.

წინადადება უნდა მოიცავდეს:

  • ტრანსპორტირების ხარჯს მიწოდების ადგილამდე;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია მონტაჟის ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გარანტიის შესახებ; 
  • ინფორმაცია პროდუქციის მწარმოებლისა და შესაბამისობის სერტიფიკატების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური პროდუქციის მიწოდების და მონტაჟის შესახებ ბოლო სამი წლის განმავლობაში (კომპანია, რაოდენობა, თანხა, პერიოდი);
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაცია.

შენიშვნა:

  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 11 მარტი, 17:00 საათი.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს ტენდერის დასახელება და ნომერი - 25/02-GIEC-P/-22;

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
საკონტაქტო პირი: ლევან წიკლაური
ელ-ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
კახა უნგიაძე
საკონტაქტო ნომერი: 599 50 37 35

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები