ჩაბარების ვადა:

16 მარტი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T12374 - ტენდერი საოფისე და სასაწყობე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე თანდართული პროექტის შესაბამისად

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს "დელტა-ვებე" აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N191დ მიმდებარე ტერიტორიაზე საოფისე და სასაწყობე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით თანდართული პროექტის შესაბამისად.

შემოთავაზება უნდა შეიცავდეს შენდეგ ინფორმაციას ხარჯთაღრიცხვას და სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკს.

მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:  ბოლო სამი კალენდარული წლის განმავლობაში არანაკლებ ხუთი მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო სარემონტო სამონტაჟო სამუშაოების, მათ შორის მინიმუმ ერთი მესამე კატეგორიის შენობა-ნაგებობის , არანაკლებ ერთი მილიონი ლარის შესრულების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია , ხელშეკრულებები , შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტები ან/და სხვა დოკუმნეტების ასლები ,რომლებიც დაადასტურებს სამუშაოების შესრულებას.

დამატებითი პირობები:

  • პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას სარეგისტარციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან , ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ ამონაწერი , რომლითაც დასტურდება მის მიმართ საგადასახადო გირავნობის ან/და ყადაღის რეგისტრაციის არარსებობა
  • საავანსო ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ნებისიერი ოდენობით შესაბამისი თანხის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული უპირობო საბანკო გაარანტიის საფუძველზე , რომელიც ძალაში უნდა იყოს გასაცემი ავანსის დაქვითვამდე.
  • მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია სახელშეკრულებო რიერებულების 10% -ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების შესარულების მოქმედების ვადას.
  • ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
  • შემსრულებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე უნდა გავრცელდეს 10 (ათი) წლიანი გარანტია, რომლის დროსაც შემსრულებელი ვალდებულია შესრულებულ სამუშაოებზე გამოვლენილი ხარვეზი/დეფექტი/შეუსაბამობა აღმოფხვარას საკუთარი ხარჯებით.
  • სამუშაოს შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმწოდებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ისა.
  • შესრულებული სამუშაო და მიღება-ჩაბარების აქტი დადასტურებულ უნდა იყოს საქართველოში არსებული აკრედიტებული ექსპერტიზის მიერ.

ტენდერის ვადები: 15 კალენდარული დღე

სამუშაოს შესრულების ვადა: სამუშაოები უნდა შესრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 120 (ასოცი) დღის განმავლობაში (სამუშაოები უნდა განხორციელდეს კვალიფიციური პერსონალის მიერ, საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტაციისა და სტანდარტების შესაბამისად).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დაინტერესებულმა პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: bjologua@deltainternational.ge არაუგვიანეს 2022 წლის 16 მარტისა 18:00 სთ.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნინო მესსხი
მობ: 511 103 003 
ელ. ფოსტა: info@deltainternational.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დოკუმენტაცია

არქიტექტურული პროექტი ,სასაწყობე შენობა ,,დელტა'' არქიტექტურული პროექტი ,სასაწყობე შენობა ,,დელტა''
კონსტრუქციული პროექტი და საექსპერტო დასკვნა კონსტრუქციული პროექტი და საექსპერტო დასკვნა
სამშენებლო მასალების უწყისი სამშენებლო მასალების უწყისი
სამშენებლო სამუშაოების და მასალების უწყისი სამშენებლო სამუშაოების და მასალების უწყისი
საწყობი დელტა - MEP საწყობი დელტა - MEP
დაკავებულობის გეგმები და საექსპერტო დასკვნა დაკავებულობის გეგმები და საექსპერტო დასკვნა
სამშენებლო სამუშაოების და მასალების უწყისი სამშენებლო სამუშაოების და მასალების უწყისი
BOQ დელტა MEP BOQ დელტა MEP
mop სასაწყობე შენობა დელტა mop სასაწყობე შენობა დელტა
ყველას ჩამოტვირთვა