ჩაბარების ვადა:

16 მარტი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T12383 - Simultaneous/ Consecutive, Written Interpreting Service

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს, დანართი 1 - ის შესაბამისად მთარგმნელობით მომსახურებაზე საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ პირთან, ან რეგისტრირებულ კომპანიასთან გავაფორმოთ ჩარჩო ხელშეკრულება. ხელშეკრულება თავდაპირველად ერთი წლით იქნება გაფორმებული. GIZ- შესაძლებლობა უნდა მიეცეს ჩარჩო ხელშეკრულება, იმავე პირობებით, შემდგომი ერთი წლის ვადით, ორჯერ კიდევ გააგრძელოს.

მთარგმნელობით მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში მოთხოვნილი ენები 3 ლოტად არის დაყოფილი. პრეტენდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ნებისმიერ ლოტში/ლოტებში და წარმოადგინონ წინადადება ერთ ან რამდენიმე ლოტისთვის. შეთავაზების შეფასება მოხდება დანართი 3-ის მიხედვით თითოეულ ლოტზე ცალ-ცალკე. ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომპანიებს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 16.03.2022 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით,
2
სხვადასხვა კონვერტში, შემდეგ მისამართზე:

GIZ-ის საქართველოს ოფისი/თბილისი
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31 0108 თბილისი, III სართული

  • I- კონვერტში საფასო შემოთავაზება;
  • II- კონვერტში შინაარსობრივი შემოთავაზება.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე. დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ 168- მუხლის მე–4 ნაწილისქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი), შესაბამისად, წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში. შემოთავაზება უნდა იქნეს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში. სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება.

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

  • სახელი, გვარი ან ორგანიზაციის/ფირმის დასახელება (ლათინურად);
  • მისამართი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
  • ტენდერის დასახელება: Simultaneous/ Consecutive, Written Interpreting Service
  • წარწერაკონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე და ასეთის არსებობის შემთხვევაში
    დასვათ ბეჭედი.
  • ასევე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:
    - GIZ-
    ის საქართველოს ოფისი/თბილისი
    - რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31 0108 თბილისი, III სართული
  • მიუთითეთ პროგრამის ნომერი: 03.9207.6-001.00
  • და ტენდერის ნომერი: 83403997

კომპანიებს გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა. კერძო პირებს გთხოვთ, თქვენი შემოთავაზება ხელმოწერით დაადასტუროთ

დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება)

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებითრომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 30.03.2022 -თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ან ფიზიკურ პირთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები