ჩაბარების ვადა:
31 მაისი 2022, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT12447 - ტენდერი ბჟუჟა ჰესის ძალოვანი ტრანსფორმატორის შეკეთებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპარაცია“ აცხადებს ტენდერს ბჟუჟა ჰესის ძალოვანი ტრანსფორმატორის შეკეთებაზე 10/03-GIEC-S/Transformator-22.
სამუშაოს დასახელება: ბჟუჟა ჰესის ძალოვანი ტრანსფორმატორის შეკეთება მომწოდებლის მასალით.
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:
- გამოირთოს და დამიწდეს 35 და 6,3 კვ ძალოვანი წრედები.
- მოიხსნას 16000 კვა ძალოვანი ტრანსფორმატორი და დაიდგას რელსებზე.
- შეგორდეს და დადგეს 15000 კვა სარეზერვო ძალოვანი ტრანსფორმატორი.
- ჩაუტარდეს ელექტროტექნიკური გაზომვები 15000 კვა ძალოვან ტრანსფორმატორს.
- დაერთდეს 15000 კვა სარეზერვო ძალოვანი ტრანსფორმატორი.
- მოეწყოს დენური დაცვები. მოიხსნას დამიწებები.
- ჩაუტარდეს ელექტროტექნიკური გაზომვები ძალოვან წრედებს.
- ჩაირთოს 15000 ძალოვანი ტრანსფორმატორი წრედში.
- განახლდეს გენერაცია.
- 16000 კვა ძალოვანი ტრანსფორმატორი დადგეს სამანქანო დარბაზში სამონტაჟო მოედანზე.
- ჩაუტარდეს ელექტროტექნიკური გაზომვები და სრული დიაგნოსტიკა.
- მიუერთდეს ზეთის ფილტრაციის სეპარატორი.
- ჩამოიცალოს ზეთი 5 ტონიან ავზებში.
- განხორციელდეს ზეთის სეპარაცია მუდმივად უწყვეტ რეჟიმში, სამუშაოების შესრულების პერიოდში.
- მოიხსნას ზეთის გამფართოებელი ავზი.
- გაიხსნას ტრანსფორმატორი და ამოღებული იქნას გულანა.
- დაიკიდოს გულანა დასაწრეტად.
- გაიხსნას და ჩაუტარდეს ტექნიკური მომსახურეობა გადამრთველ მექანიზმებს და კონტაქტებს.
- საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათი გამოცვლა.
- გადაეჭიროს ყველა კონტაქტი და შეერთება.
- გაიხსნას და გამოიცვალოს გამომყვანი კონტაქტები.
- შეიცვალოს გამომვანი კონტაქტების ღეროები.
- გაირეცხოს ავზი და ჩაუტარდეს სრულფასოვანი შრობა.
- შეიცვალოს დაზიანებული ზეთის წნევის რეგულიატორის სარქველი ტრანსფორმატორის ავზზე.
- ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა ტრანსფორმატორის ხვიებს. საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათი რეაბილიტაცია.
- გაირეცხოს და გაიშროს ტრანსფორმატორის გულანა და ხვიები.
- შეიცვალოს ტრანსფორმატორის შემამჭიდროებელი რეზინები. როგორც რადიატორებზე ასევე სახურავზე.
- შეიღებოს ტრანსფორმატორი გარედან.
- აიწყოს ტრანსფორმატორი.
- დაყენდეს ზეთის გამფართოებელი ავზი.
- ჩაისხას სეპარირებული ზეთი ტრანსფორმატორში. აუცილებლობის შემთხვევაში დაემატოს ზეთი, სეპარატორის გავლით.
- გამოირთოს სეპარატორი და ტრანსფორმატორის გაცივების შემდგომ ჩაუტარდეს სრული ელექტროტექნიკური დიაგნოსტიკა.
- საჭიროების შემთხვევაში განხორციელდეს ზეთის სეპარაცია ტრანსფორმატორის საექსპლუატაციო ტექნიკური მახასიათებლების მიღწევამდე.
სამუშაოს შესრულების ადგილი: ოზურგეთის რაიონი, სოფ. გომი, ბჟუჟა ჰესი.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი N1-ს სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
შენიშვნა:
- დასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც.
წინადადება უნდა მოიცავდეს:
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ ბოლო სამი წლის განმავლობაში (კომპანია, რაოდენობა, თანხა, პერიოდი);
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაცია.
შენიშვნა:
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 31 მაისი, 17:00 საათი.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს ტენდერის დასახელება და ნომერი - 10/03-GIEC-S/Transformator-22;
- ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით დასაშვებია მოთხოვნილი დოკუმენტაციის გაგზავნა ელექტრონული სახით ელ-ფოსტის მისამართზე: Ltsiklauri@gig.ge
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ლევან წიკლაური
ელ-ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ლერი ჭიპაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 599 88 11 66
ტენდერის კატეგორია:
- 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
- 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა