ჩაბარების ვადა:
15 აპრილი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT12475 - ტენდერი ინტერიერის გეგმარების და დიზაინის კონცეფციის შექმნის მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს მრჩეველი აცხადებს ტენდერს ინტერიერის გეგმარების და დიზაინის კონცეფციის შექმნის მომსახურების შესყიდვაზე.
კომპანიის შესახებ:
- შპს „მრჩეველი“ ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში 2000 წლიდან.
- "მრჩეველი" აქტიურად არის ჩართული ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში და გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას.
- "მრჩეველში" ასევე შესაძლებელია ისეთი დამატებითი ლაბორატორიული კვლევების ჩატარება როგორიცაა: საკვები პროდუქტები, წყალი, გარემო, ჰიგიენა, ვეტერინარია.
- ადგილობრივი ლაბორატორიის დაარსების დღიდან, ყველა კვლევა გადის ხარისხის შიდა და გარე კონტროლს იმ სტანდარტებით, რომლითაც ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპულ ჯგუფში გაერთიანებული დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპული ლაბორატორიები ხელმძღვანელობენ.
ტენდერში მონაწილეობის შესახებ:
- ტენდერი ლაბორატორიული მასალის შემკრები პუნქტის (ფილიალის) ინტერიერის გეგმარების და დიზაინის კონცეფციის შექმნის მომსახურებაზე. მისამართი: თბილისი, სოლოლაკი, ამაღლების ქ. 7. ფართი - 150 კვ.მ
სატენდერო მოთხოვნები:
- ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შესაბამისი გამოცდილების მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავსი მომსახურების გაწევის გამოცდილება.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- სატენდერო წინადადება ქართულ ენაზე, მოსაპირკეთებელი მასალის, ავეჯის, დამატებითი აქსესუარების და საიჟინრო კომუნიკაციების სავარაუდო ბიუჯეტის ჩათვლით.
- კერძო პირის ან კომპანიის შესახებ ინფორმაცია - დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია, საბანკო რეკვიზიტები.
- პორტფოლიო- ნებისმიერი ფორმატით.
დამატებითი ინფორმაცია:
- ბიუჯეტი - საპროექტო მომსახურების და ზედამხედველობის ჯამური ღირებულება - 6000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (გადასახადების ჩათვლით)
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა: 15 აპრილი 2022 წელი (18:00 სთ).
- ტენდერში მონაწილე პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდგომ.
- სატენდერო წინადადება უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: service@mrcheveli.com; info@mrcheveli.com
ტენდერში მონაწილეობის მსურველები დამატებითი ინფორმაციისთვის და საპროექტო ფართის შესწავლის მიზნით დაგვიკავშირდით:
ადმინისტრაციული მენეჯერი: თეა ლევკინა
მობ: 599091585
ელ.ფოსტა: t.levkina@mrcheveli.com
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები