ჩაბარების ვადა:

1 აპრილი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T12480 - ტენდერი გურიის გეგმარებითი ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის სახელმძღვანელო დოკუმენტის (Management Plan Guidelines) შემუშავებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამ ოფისი აცხადებს ტენდერს გურიის გეგმარებითი ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის სახელმძღვანელო დოკუმენტის (Management Plan Guidelines) შემუშავებაზე.

მომწოდებელი: ბუნების დაცვის მსოფლიოფონდის (WWF) კავკასიის პროგრამ ოფისი.
გამოქვეყნების თარიღი: 14 მარტი, 2022 წ. 
წინადადების მიღების ბოლო ვადა: 01 აპრილი, 2022 წ.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამ ოფისი, პროექტის „გურიის ეროვნული პარკის დაარსება“ ფარგლებში აცხადებს ტენდერს გურიის გეგმარებითი  ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის სახელმძღვანელო დოკუმენტის (Management Plan Guidelines) შემუშავებაზე.

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, არასამთავრობო და კომერციულმა ორგანიზაციებმა. ტენდერში მონაწილეობის წესები და მოთხოვნები დეტალურად აღწერილია თანდართულ სატენდერო წესების ფორმაში.

ტენდერში მონაწილის შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და WWF- ის სატენდერო კომისიის მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. მომსახურების შესრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება არაუმეტეს 6 თვისა ხელშეკრულების დადების მომენტიდან.

სატენდერო წინადადება წარდგენილი უნდა იქნას წინამდებარე მოთხოვნის გათვალისწინებით. სატენდერო დოკუმენტაციის ატვირთვა უნდა განხორციელდეს ელექტრონულად ვებ გვერდზე.  

სატენდერო წინადადების წარდგენის (გაგზავნის) ბოლო ვადაა: 2022 წლის 01 აპრილი 17:00 საათი. წინადადებები გაგზავნილი უნდა იქნას შემდეგ ელ. ფოსტაზე: procurement@wwfcaucaus.org

ნებისმიერი კომუნიკაცია და ინფორმაციის მოთხოვნა ტენდერთან დაკავშირებით გაგზავნილი უნდა იქნეს წერილობით, შემდეგ ელ.ფოსტაზე:
რეგიონალური შესყიდვების ოფიცერი: დიანა ბიჩელაშვილი
ელ. ფოსტა: dbichelashvili@wwfcaucasus.org

პროექტის კოორდინატორი: გიორგი ცინცაძე
ელ. ფოსტა: gtsintsadze@wwfcaucasus.org

ტენდერის კატეგორია:

  • 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები