ჩაბარების ვადა:

28 მარტი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T12530 - ფასთა გამოკითხვა სააღდგომო პასკების შესყიდვაზე

ფასთა გამოკითხვა აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ბაზრის კვლევას პასკის შესყიდვაზე. კვლევაში მონაწილეობისთვის და დეტალური ინფორმაცის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ  რეგისტრაცა გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba). 

რეგისტრაციისთვის, ტენდერის დასრულებამდე მინიმუმ 3 დღით ადრე მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: თეონა ფიცხელაური
ელ. ფოსტა: tpitskhelauri@bog.ge
მობ: 577 52 42 35

ძირითადი მოთხოვნები:
კვლევაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

კვლევის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

პროდუქტის დასახელება (დანართი 1);  

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს 7000 ერთეულ 1000 გრამიან, 500 გრამიან, ან 700 გრამიანი პასკის შეძენაზე, სასაჩუქრე მუყაოს ყუთის შეფუთვაში.

მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ სამივე გრამაჟის ფასი, ბიუჯეტის შესაბამისად შეირჩევა ერთ-ერთი. 

  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს პასკის მიახლოებითი გაბარიტები (პასკის დიამეტრი და სიმაღლე)
  • აუცილებელია შეფუთვა იყოს მუყაოს ყუთის; 
  • აუცილებელია მომწოდებელმა ბანკს მიაწოდოს სასაჩუქრე მუყაოს ყუთის ზომები, რომლის მიხედვითაც დამკვეთი მომწოდებელს  მიაწვდის ყუთის დიზაინს
  • მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ყუთების დამზადება და ყუთში პასკის მოთავსება;
  • ყუთების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე თბილისში.
  • ყუთების ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები, კერძოდ სანტრანსპორტო საშუალება უნდა იყოს გათვლილი საკვების ტრანსპორტირებისთვის.
  • მომწოდებელი  ვალდებულია პასკის ნიმუში მოგვაწოდოს 2022 წლის 29 მარტს 12:00 საათზე სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისში მარიამ შიხაშვილის სახელზე (ქ. თბილისი, გაგარინის 29ა, სანაპიროს მხრიდან);
  • გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭიროა საშუალოდ ერთი კვირა, გთხოვთ ეს ვადა გაითვალისწინოთ პასკების ჩაბარების განრიგთან ერთად.
  • გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მიაწოდოს ბანკს შეკვეთის პირველი პარტია 4000 ცალი პასკა 2022 წლის 15 აპრილს, დილის 10 საათზე მისამართზე: ჭირნახულის ქუჩა #9
  • მეორე პარტიის მიწოდება 3000 ცალი: 18 არილს 

ტენდერის კატეგორია:

  • 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი

დოკუმენტაცია