ჩაბარების ვადა:

10 აპრილი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T12579 - ტენდერი სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

მოთხოვნა წინადადებების წარმოდგენაზე: სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის შესყიდვა
გამოქვეყნებულია: 25 მარტი, 2022 ./ ბოლო ვადა: 10 აპრილი, 2022 .
თანდართული ფაილები: განაცხადის ფორმა, დეკლარაცია, ბიუჯეტის ფორმა.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს რამდენიმე ქვეყანაში, განვითარების სფეროში პროექტების განსახორციელებლად. საქართველოში CCR მუშაობს 2008 წლიდან და 2015 წელს დააფუძნა თავისი ფილიალი თბილისში (CCRG), რომლის მეშვეობითაც ახორციელებს სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების სფეროებში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდებს: https://www.facebook.com/CCRGeorgia2015/; https://georgia.charita.cz/

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, მედევაკის პროგრამის ფარგლებში, იწვევს დაინტერესებულ მხარეებს სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის შეძენის შესახებ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. იხილეთ აპარატურის თანდართული სპეციფიკაცია და ავეჯის ტექნიკური მახასიათებლები (დანართი #3).

ღირებულება:

  • შეკვეთის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების, ტრანსპორტირების, ინსტალაციისა და ტრენინგის ჩათლით.

ანგარიშგება:

  • ანგარიშსწორება იწარმოებს ლარში, გადახდის დღისთვის ეროვნულ ბანკში არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად.

მიწოდების ვადა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღე

შეფასების/შერჩევის კრიტერიუმები და თითო კრიტერიუმის ღირებულება %:

  • წინადადების ხარისხი - 20%
  • გამოცდილება და კვალიფიკაცია - 20%
  • შემოთავაზებული ღირებულება - 20%
  • სამუშაოების შესულების დრო - 20%
  • საგარანტიო ვადები - 20%

წინადადების წარდგენა - სავალდებულო დოკუმენტები:

  • შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა ბეჭდით, ქართულად და ინგლისურად (დანართი #1);
  • შევსებული და ხელმოწერილი დანართი #2 - ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაცია;
  • ბიუჯეტი (დანართი #3) ექსელის ფორმატში, სადაც მითითებული იქნება აპარატურის დეტალური სპეციფიკაცია და ავეჯის ტექნიკური მახასიათებლები. აპარატურის ტექნიკურისა და ავეჯის პასპორტები უნდა იყოს წარმოდგენილი დანართის სახით;
  • კომპანიის ხელმძღვანელისა და შესყიდვის მენეჯერის რეზიუმეები (CV) (ინგლისურ ენაზე), რომლებიც ასახავს პიროვნების კვალიფიკაციასა და გამოცდილებას აღნიშნულ სფეროში;
  • ამონაწერი საჯარო ან გადამხდელთა რეესტრიდან (ბოლო 6), ქართულ და ინგლისურ ენებზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასრული განაცხადი არ განიხილება. წინადადებები (დანართები 1, 2, 3) წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 2022 წლის 10 აპრილი, 18:00 (საქართველოს დროით). წინადადებები მიიღება ელექტრონულად, შემდეგი ელ.ფოსტის მისამართებზე: ccrg.vacancy@gmail.com და tamar.kurtanidze@caritas.cz (სათაურის ზოლში მიუთითეთ - “RFP - Medical devices and Furniture”).

შენიშვნა:

  • განაცხადები განიხილება შემოსვლისთანავე. შერჩეული კანდიდატ(ებ)ი მოწვეული იქნება ინტერვიუზე ტენდერის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
  • CCR იტოვებს უფლებას, გააუქმოს წინადადებების მიღება, არ უპასუხოს აპლიკანტებს, რომლებიც არ იქნებიან ინტერვიუზე მოწვეულნი.

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები
  • 39100000 ავეჯი