
31 მარტი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1260 - ტენდერი ფულის სათვლელი და შესაფუთი აპარატების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ფულის სათვლელი და შესაფუთი აპარატების შესყიდვაზე
1. ბანკნოტების სათვლელი მანქანა - 48 ცალი
მოთხოვნები:
- თვლის სიჩქარე მინიმუმ 700 ბნ/წთ;
- ჯიბეების რაოდენობა მინიმუმ 3 (ჩასატვირთი, ნამდვილი, საეჭვო);
- ჩასატვირთი ჯიბის ტევადობა - მინიმუმ 300 ბანკნოტი, ნამდვილი ჯიბის - მინიმუმ 200 ბანკნოტი, საეჭვო ჯიბის - მინიმუმ 50 ბანკნოტი;
- სენსორულმა სისტემამ უნდა შეამოწმოს ბანკნოტის ნომინალი, ზომები, სისქე, ინფრაწითელი, ულტრაიისფერი და მაგნიტური დამცავი ნიშნები;
- სერიული ნომრის წაკითხვა და შედარება;
- შერეული ბანკნოტების დათვლა მთლიანი თანხის გამოყვანით, ასევე ცალ-ცალკე დახარისხება, ნომინალის, ემისიის და ორიენტაციის მიხედვით;
- გარე ეკრანისა და პრინტერის მიერთების საშუალება;
- კვება: ერთფაზიანი ძაბვა 220–240 ვოლტი + –10%. სიხშირე 50 ჰერცი + – 5%.
გარანტიები:
- საგარანტიო პერიოდი არანაკლებ 12 თვისა;
- საგარანტიო პერიოდის განმავლობაში სათადარიგო და ადვილად ცვეთადი ნაწილებით უფასო მომარაგება;
- მანქანების სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება განთავსების ადგილზე;
- 5 წლის განმავლობაში სათადარიგო ნაწილებით მომარაგება თითქმის უცვლელ (სტაბილურ) ფასებში.
2. მონეტების სათვლელი მანქანა – 51 ცალი
მოთხოვნები:
- თვლის სიჩქარე მინიმუმ 1800 მონ/წთ;
- მიმწოდებელი მოწყობილობა უნდა იტევდეს მინიმუმ 1000 მონეტას;
- მიმღები მოწყობილობა უნდა შედგებოდეს ნამდვილი და საეჭვო კატეგორიის ჯიბეებისაგან;
- თვლა უნდა ხორციელდებოდეს ერთი ნომინალის არჩევით მექანიკური გადასართავების მეშვეობით;
- თვლის ელექტრონული სისტემა არანაკლებ 6 თანრიგიანი ინდიკატორით;
- წინასწარ დაპროგრამებულ რაოდენობაზე ავტომატური გაჩერება;
- კვება: ერთფაზიანი ძაბვა 220–240 ვოლტი +–10%. სიხშირე 50 ჰერცი +– 5%.
გარანტიები:
- საგარანტიო პერიოდი არანაკლებ 12 თვისა;
- საგარანტიო პერიოდის განმავლობაში სათადარიგო და ადვილად ცვეთადი ნაწილებით უფასო მომარაგება;
- მანქანების სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება განთავსების ადგილზე;
- 5 წლის განმავლობაში სათადარიგო ნაწილებით მომარაგება თითქმის უცვლელ (სტაბილურ) ფასებში.
3. ვაკუუმით შესაფუთი მოწყობილობა - 9 ცალი
მოთხოვნები:
- შეფუთვის სიჩქარე 3-4 ცელოფნის შეკვრა წუთში;
- ერთდროულად ორი, ერთმანეთის გვერდით განთავსებული ცელოფნის პაკეტის შეფუთვის შესაძლებლობა;
- შესაფუთი პაკეტის შედუღებულ შოვზე წარწერის დატანა;
- შედუღების დროისა და ვაკუუმის დონის რეგულირება;
- კვება: ერთფაზიანი ძაბვა 220–240 ვოლტი +–10%. სიხშირე 50 ჰერცი +– 5%.
გარანტიები:
- საგარანტიო პერიოდი არანაკლებ 12 თვისა;
- საგარანტიო პერიოდის განმავლობაში სათადარიგო და ადვილად ცვეთადი ნაწილებით უფასო მომარაგება;
- მოწყობილობების სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება განთავსების ადგილზე;
- 5 წლის განმავლობაში სათადარიგო ნაწილებით მომარაგება თითქმის უცვლელ (სტაბილურ) ფასებში.
4. PW 8030150 ტიპის ნეკნების შესაფუთი ცელოფნით დაფენილი ქაღალდის ლენტის რულონი - 4500 ცალი
მოთხოვნები:
- სიგანე– 30 მმ;
- შიდა დიამეტრი – 50 მმ;
- სიგრძე – 150 მეტრი;
- სისქე – 80 მიკრონი.
გარანტიები:
- წარმოდგენილი ნიმუშის შესაბამისი.
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
2. კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები და ა.შ.) - მომწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება.(მათ შორის პროდუქტის ნიმუშების ამსახველი სურათები PDF ან Word ფორმატში).
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფასები ჩაწეროთ შესაბამის გრაფაში, ფულის სათვლელი და შესაფუთი აპარატების შესყიდვის ტენდერის დეტალური აღწერის მიხედვით: პუნქტი #1 - მიეთითება ბანკომატების სათვლელი მანქანის ღირებულება. პუნქტი #2 - მონეტების სათვლელ მანქანაზე შემოთავაზებული ღირებულება და ა.შ.
- გთხოვთ ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და ხუთი თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) და ა.შ
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 25 მარტიდან 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება.
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს"
- განთავსებული შემოთავაზებები მიმწოდებლებისთვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულების დღეს (14:00 საათიდან).
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 31 მარტი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=568&lang=geo