ჩაბარების ვადა:

30 აპრილი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T12629 - ონლაინ ვებინარი ქართული და უცხოური კომპანიებისათვის (საქონლის, სერვისის და სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორებისთვის) ევროკავშირის შესყიდვების წესებსა და რეგულაციებზე

ტენდერის აღწერილობა:

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM) ატარებს ონლაინ ვებინარს ქართული და უცხოური კომპანიებისათვის (საქონლის, სერვისის და სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორებისთვის) ევროკავშირის შესყიდვების წესებსა და რეგულაციებზე.

ამ ონლაინ ვებინარის მიზანია მივაწოდოთ კომპანიებს ინფორმაცია და ავუხსნათ ევროკავშირის შესყიდვების წესები და რეგულაციები, რათა მათ შეძლონ მონაწილეობა მიიღონ EUMM-ის ტენდერებში და შესაბამისად მიიღონ სარგებელი EUMM-ის ტენდერებიდან.

ონლაინ ვებინარში მონაწილეობა არის სრულიად უფასო.

ნებისმიერ უცხოურ თუ ქართულ კომპანიას (როგორიც შეიძლება იყოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ინდივიდუალური მეწარმე, გაერთიანებული სააქციო საზოგადოება, და ასე შემდეგ) შეუძლია დაესწროს ონლაინ ვებინარს. იმისთვის რომ დაესწროთ ონლაინ ვებინარს და დარეგისტრირებული იყოთ EUMM-ის პოტენციური მიმწოდებლების ბაზაში, აუცილებელია რომ დარეგისტრირდეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე: https://eumm.eu/suppliers/

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 30 აპრილი 2022, 18:00 საათი.

რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ონლაინ მოწვევას (დაახლოებით 2022 წლის მაისის პირველ რიცხვებში) რეგისტრაციის ფორმაში თქვენს მიერ მითითებულ მეილზე. ონლაინ ვებინარი ჩატარდება 2022 წლის 11-13 მაისის რომელიმე დღეს.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, იმისთვის რომ დაესწროთ ონლაინ ვებინარს და რაც ყველაზე მთავარია, იმისთვის რომ შეძლოთ სარგებლის მიღება EUMM-ის ტენდერებში მონაწილეობით, აუცილებელია რომ დარეგისტრირდეთ ზემოთ მითითებულ ბმულზე რეგისტრაციის ვადაში. 

ტენდერის კატეგორია:

  • 80500000 სატრენინგო მომსახურებები
  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები