ჩაბარების ვადა:
11 აპრილი 2022, 14:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T12660 - ტენდერი რაჭა ჰესის სადერივაციო არხის გადახურვის სამუშაოებზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს რაჭა ჰესის სადერივაციო არხის გადახურვის სამუშაოებზე #31/03-GIEC/CONST-2022
მომსახურების აღწერა:
- შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“-ს საკუთრებაში არსებული რაჭა ჰესის სადერივაციო არხის 70 მეტრის გადახურვის სამუშაოები.
მისამართი:
- ამბროლაურის რაიონი, სოფელი სადმელი, რაჭაჰესი.
თანდართულ ფაილებში, გთხოვთ იხილოთ:
- სამუშაობის და მასალების მოცულობების ცხრილი
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- კომპანიის გამოცდილება მსგავს სამუშაებზე არანაკლებ 2 წლისა;
- ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების მიხედვით.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 11 აპრილი, 14:00 სთ;
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ბიჯი: 500 ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
თეიმურაზ ჩიჩუა.
ელ.ფოსტა: tchichua@gig.ge;
საკონტაქტო ნომერი: 591 93 10 10.
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ლერი ჭიპაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 599 88 11 66
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები