ჩაბარების ვადა:

6 აპრილი 2022, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T12685 - ტენდერი STULZ-ის პრეცისიული კონდიციონერების მოწოდება-მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

რეგისტრაცია გაიაროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba).

რეგისტრაციისთვის მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: სალომე ყუფარაძე
ელ. ფოსტა: s.kuparadze@bog.ge
მობ: +995 599 611 222

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს STULZ-ის პრეცისიული კონდიციონერების მოწოდება-მონტაჟზე. დეტალური კომპლექტაცია და სპეციფიკაციები მოცემულია დანართ N1-სა და N3-ში;

პრეტენდენტებმა SAP ARIBA-ს პორტალში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.

დანართი N1:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია კომპანიამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი - დანართი N1; ტენდერში მონაწილემ სისტემაში უნდა დააფიქსიროს დანართ N1-ში მიღებული ჯამური სატენდერო ფასი.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ევროში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • გადახდა განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (ლარში), გადახდის დღეს დაფიქსირებული, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

დანართი N2:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი N2;

დანართი N3:

  • ტენდერის შეფასების წონები

სატენდერო მოთხოვნები:

  • მიწოდების ვადა: მიწოდების და მონტაჟის ვადა უნდა შემოგვთავაზოს ტენდერში მონაწილე კომპანიამ და შემოთავაზებული პირობები მხედველობაში იქნება მიღებული წინადადებების შეფასებისას; 
  • მიწოდების მისამართი: ქ. თბილისი.
  • ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ევროში გადასახადების ჩათვლით;
  • გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
  • გარანტია: ნასყიდობის საგანს უნდა ჰქონდეს გარანტია სულ მცირე 1 (ერთი) წლის ვადით;
  • MAF: მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი (MAF)
  • შესრულებული კონტრაქტები: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ბოლო 3 წლის განმავლობაში აღნიშნული ბრენდის (STULZ) საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვის დამადასტურებელი სულ მცირე 2 კონტრაქტის ასლი და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები; 
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციები მოცემულია დანართ N1-ში; შემოთავაზება ზუსტად უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნილ სპეციფიკაციებს;
  • სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს შემოთავაზებული მოდელის დეტალური სპეციფიკაციები.
  • შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია პლატფორმა SAP ARIBA-ს საშუალებით; 
  • ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ტენდერის კატეგორია:

  • 39700000 საოჯახო ტექნიკა
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები