18 აპრილი 2022, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T12735 - ტენდერი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდეტს სს „ექსპრეს ტექნოლოჯიზ“-ს ჯგუფში შემავალი კომპანიების ავტოსატრანსპორტო საშუალებიბის დაზღვევაზე.
შესყიდვის პირობები:
დასაზღვევი ა/მ რაოდენობა | 56 ერთეული |
პოლისის გააქტიურების ვადა | 2022 წლის 8 მაისიდან |
ხელშეკრულების ვადა | 1 წელი |
სადაზღვევო რისკები | ავტოტრანსპორტის გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება |
ხანძარი, აფეთქება | |
საგნის გატაცება, გატაცების მცდელობა (კერძოდ: ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა) | |
ვანდალიზმი | |
მინის დაზიანება | |
სხვადასხვა საგნის დაცემა | |
თაღლითობა | |
სტიქიური უბედურებები (სეტყვა, წყალდიდობა, მიწისძვრა, დიდთოვლობა, მეწყერი) | |
გაჩერებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუდგენელი პირის მიერ დაუდგენელ ვითარებაში დაზიანება | |
ფრანჩიზა | 0% |
მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობა | ლიმიტი 10.000 აშშ დოლარი |
მძღოლისა და მგზავრის უბედური შემთხვევის დაზღვევა | ლიმიტი 25.000 აშშ დოლარი |
ცვლილებების მართვა | წლის განმავლობაში ავტოპარკში ა/მ დამატების შემთხვევაში დაზღვევა უნდა მოხდეს ძირითადი პოლისის პირობების მიხედვით (ფასი/პირობები, სახელშეკრულებო ვადის ამოწურვამდე პერიოდით) |
უფლება მოსილი მძღოლები | კომპანიის ყველა თანამშრომელი, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა |
ავტო ასისტანსი | 24/7 |
ევაკუატორით გადაადგილება | დაზიანების შემთხვევაში შეუზღუდავი |
დამატებითი მოთხოვნები | გარანტიაზე მყოფი ავტომობილების სადაზღვევო შემთხვევის შეფასება უნდა განხორციელდეს ავტორიზებულ დილერებთან; |
სატენდერო პირობები
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- წლიური ტარიფი წარმოდგენილი უნდა იყოს პროცენტული მაჩვენებელით;
- დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-გამოცდილება და ღირებულება;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაც დაფიქსირდება შესყიდვების ელექტრონული სისტემაში- www.tenders.ge-ზე. ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 18 აპრილი, 15:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97;
ელ.ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 66700000 გადაზღვევის მომსახურებები
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები