18 აპრილი 2022, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT12748 - ტენდერი ალაზანი ჰესის #1 და #2 ჰიდროაგრეგატების გენერატორის რადიატორის აღდგენაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს ალაზანი ჰესის #1 და #2 ჰიდროაგრეგატების გენერატორის რადიატორის აღდგენა 08/04-GIEC-S/Radiator-22
სამუშაოს დასახელება:
- ალაზანი ჰესის #1 და #2 ჰიდროაგრეგატების გენერატორის რადიატორის - W173A5 (2ცალი) აღდგენა.
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:
- რადიატორის წინა და უკანა ხუფების(სახურავი) დემონტაჟი;
- გამაგრილებელი ტიხრების ჩახსნა ძირითადი კორპუსიდან;
- სპილენძის, Ø12მმ-იანი / L=250მ, დაზიანებული მილების დემონტაჟი(სპეც. ფორმის დამზადება);
- ძირითადი კორპუსიდან წინა კედელის დემონტაჟი - ამოჭრა;
- წინა კედელის გაწმენდა სპილენძის მილის ნარჩენებისაგან და ნახვრეტების კალიბრაცია;
- ახალი, სპილენძის, Ø12მმ-იანი, მილისაგან მილსადენის დამზადება(სპეც. ფორმაზე დაღუნვა);
- სპილენძის ფირფიტისაგან დიაფრაგმების დამზადება და ახალ მილსადენზე მირჩილვა;
- ახალი მილსადენის მონტაჟი წინა კედელში და მილის თავების დამუშავება(ე.წ. „ვალცოვკა);
- წინა კედელის მონტაჟი(შედუღება) ძირითად კორპუსში;
- რადიატორის ახალი შემამჭიდროვებელი რეზინის სადებების, δ=4მმ, დამზადება;
- რადიატორის აწყობა და გამოცდა წნევაზე, P=8ატმ. – 24 საათიანი რეჟიმით;
შენიშვნა: სპილენძის მილსადენი შესაძლებელია შეიცვალოს ქარხნული შიდა ჩადგმის რადი¬ატო¬რით, რომლის ტექნიკური მოთხოვნები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პარამეტრებს:
- წყლის გამტარუნარიანობა, Q: 32 მ³/წმ
- წნევა, Pmin: 6 – 10 ატმ.
- გაბარიტები, AxBхH: 1.0 x 1.2 x 0.08მ
სამუშაოს შესრულების ადგილი: გურჯაანის რაიონი, სოფ. ვეჯინი, ალაზანი ჰესი.
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპარაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი N1-ს სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
შენიშვნა:
- დასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც.
წინადადება უნდა მოიცავდეს:
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ ბოლო სამი წლის განმავლობაში (კომპანია, რაოდენობა, თანხა, პერიოდი);
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაცია.
შენიშვნა:
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 18 აპრილი, 17:00 საათი
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს ტენდერის დასახელება და ნომერი - 08/04-GIEC-S/Radiator-22 წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა #18.
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ლევან წიკლაური
ელ-ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59;
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ლერი ჭიპაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 599 88 11 66.
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
- 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის