ჩაბარების ვადა:
15 აპრილი 2022, 14:00
სტატუსი:
დასრულებულიT12750 - ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ლურჯი მოცვი საქართველოდან” აცხადებს ტენდერს სამშენებლო სამუშოებზე #08/04-BBGEO/CONST-2022
მომსახურების აღწერა:
- სასოფლო სამეურნეო დანიშნულების სამშენებლო სამუშაოები
მისამართი:
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სოფელი ნარაზენი (ს/კ 43.12.47.555).
თანდართულ ფაილებში, გთხოვთ იხილოთ:
- არქიტექტურილი ნაწილი;
- კონსტრუქციული ნაწილი;
- მშენებლობის სამუშაოების მოცულობების, საჭირო ტექნიკისა და მასალების მოცულობები.
შპს „ლურჯი მოცვი საქართველოდან“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- კომპანიის გამოცდილება მსგავს სამუშაებზე არანაკლებ 2 წლისა;
- ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - ინფორმაცია საგარანტიო ვადებზე და პირობებზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 15 აპრილი; 14:00 საათი.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი; ტენდერი სამშენებლო სამუშოებზე #08/04-BBGEO/CONST-2022
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
თეიმურაზ ჩიჩუა.
ელ.ფოსტა: tchichua@gig.ge ;
საკონტაქტო ნომერი: 591 93 10 10
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
გიორგი გიგაური
საკონტაქტო ნომერი: 597 77 55 20
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები