ჩაბარების ვადა:

4 მაისი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T12786 - ტენდერი 55 ცალი DVR მოწყობილობის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 4 მაისი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სს “პროკრედიტ ბანკი” განვითარებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკია, რომელიც საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს მცირე და საშუალო საწარმოებსა და ფიზიკურ პირებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პარტნიორობა და საბანკო მომსახურების მიღება ელექტორნული სერვისების გამოყენებით.  „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია.  „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს პროკრედიტ ბანკი აცხადებს ტენდერს 55 ცალი DVR -მოწყობილობის შესყიდვაზე.

ძირითადი მოთხოვნები: 

  • 55 ცალი DVR -მოწყობილს შესყიდვა
  • შორტ ლისტში შემავალი კომპანია  ბანკის მოთხოვნის საფუძველზე უნდა წარადგინოს სატესტო ნიმუში 
  • ნიმუშების გატესტვის შემდეგ ბანკი მიიღებს გადაწყვეტილებას  შესყიდვის შესახებ   

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • ფასების ცხრილი 
  • ტექნიკური მახასიათებლები  

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილი);  
  • ხელმოწერილი ფასების ცხრილი; (იხ.თანდართულ ფაილი);  
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • MAF / ოფიციალური დისტრიბიუტორის წერილი 
  • ამონაწერი კრედიტ ინფოს  ბაზიდან (შესაძლებელია წარადგინოთ ელექტრონული ვერსია კონვერტების გახსნის შემდეგ)
  • შემოთავაზებული პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლები 

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;

გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 4 მაისი 2022 წელი 18:00 საათამდე.
  • სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში
  • ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება).

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილების  სპეციალისტი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571) 
მობ: 599287471
E-mail: geo.tenders@procredit-group.com

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებთ გთხოვთ მიმართოთ:
დავით კიტრიაშვილი 
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათავო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112  ტელ.: (+995 32) 2202222 (1868)
E-mail: David. kitriashvili@procredit-group.com

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები