ჩაბარების ვადა:

26 აპრილი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T12806 - ტენდერი პურის თაროს შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს პურის თაროს შესყიდვაზე.

პროდუქტის აღწერილობა:

  • მასალა: მეტალი და ხე
  • თაროს ზურგის მასალა - დიქტი
  • მეტალის ფერი: ნაცრისფერი (RAL 7042)
  • ზომები: სიმაღლე - 190 სმ, სიგანე - 100 სმ

თაროების რაოდენობა: 4

  • ძირი თარო (ხის კალათი) / სიღრმე - 40 სმ
  • მეორე თარო (მეტალი და ხე) / სიღრმე - 50 სმ
  • მესამე და მეოთხე თარო (მეტალი და ხე) / სიღრმე - 38 სმ

ხის დანაყოფები:

ძირი თარო - 100 X 6,5 X 2 სმ

ზედა თაროები - 45 X 3 X 1.6 სმ / 35 X 3 X 1.6 სმ

  • ყველა თაროს უნდა ქონდეს ორგ. მინის ბარიერი და საფასარი;
  • თაროების დახრის კუთხე - 15-20°

რეალური ნიმუშების ნახვა შესაძლებელია ჩვენი ქსელის მაღაზიებში. ასევე, იხილეთ თანდართული ფოტო მასალა;

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;

დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ:

  • მეტალის ტიპი ;
  • მეტალის ღებვის ტიპი;
  • გამოყენებული ხის მასალა;
  • რა წონას უძლებს 1 თარო;
  • მწარმოებელი ქვეყანა ;

ფასის დაფიქსირება 1 წლის ვადით;
ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
ინფორმაცია პროდუქციის საგარანტიო ვადის და პირობების შესახებ;
გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია;

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
  • შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 26 აპრილი, 18:00 საათი.
  • დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი