ჩაბარების ვადა:

28 აპრილი 2022, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T12823 - ტენდერი ქსელური მოწყობილობის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სსპროკრედიტ ბანკიმცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკისაქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი, საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს პროკრედიტ ბანკი აცხადებს ტენდერს ქსელური მოწყობილობის შესყიდვაზე.

ძირითადი მოთხოვნები

  • ქსელური მოწყობილობების შესყიდვა
  • კომპანიის მხარდაჭერა მოწყობილობის ინსტალაციის დროს (საჭიროების შემთხვევაში)
  • ქარხნული საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ გარანტიის განახლების ყოველწლიური ზრდა არ უნდა აღემატებოდეს 10%

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • ფასების ცხრილი 

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილი); 
  • ხელმოწერილი ფასების ცხრილი; (იხ.თანდართულ ფაილი); 
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • MAF-
  • ამონაწერი კრედიტ ინფოს ბაზიდან ( ამონაწერის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული სახით კონვერტების გახსნის შემდეგ)
  • შემოთავაზებული პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლები

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 28 აპრილი 2022 წელი 16:00 საათამდე
  • სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში
  • ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება).

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტი
.. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571
E-mail: geo.tenders@procredit-group.ge 

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებთ გთხოვთ მიმართოთ:
იგორ გორდიენკო
საინფორმაციო ტექნოლოგიების ქვეგანყოფილება
.. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათავო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112 ტელ.: (+995 32) 2202222 (1440)
E-mail: igor.gordienko@procredit-group.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 32400000 ქსელები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები