ჩაბარების ვადა:

28 აპრილი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T12864 - ტენდერი მონაცემთა სანახის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სსპროკრედიტ ბანკიმცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკისაქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი, საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს პროკრედიტ ბანკი აცხადებს ტენდერს მონაცემთა სანახის შესყიდვაზე.

ძირითადი მოთხოვნები

  • ერთი ცალი მინიმუმ „Entry Level“-ის დონის მონაცემთა სანახიმინიმუმ 8 ცალი 1.8 TB დისკებით
  • სანახს უნდა ქონდეს 2 კონტროლერი
  • სანახს უნდა ქონდეს 2 კვების ბლოკი
  • სანახს უნდა ქონდეს 10G ქსელის მხარდაჭერა და მოყვებოდეს 10G SFP მოდულები, კაბელებით
  • სანახს უნდა ქონდეს iSCSI პროტოკოლის მხარდაჭერა
  • სანახი უნდა იყო საქართველოში!
  • კომპანიის მხარდაჭერა მოწყობილობის ინსტალაციის დროს (საჭიროების შემთხვევაში)
  • ქარხნული საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ გარანტიის განახლების ყოველწლიური ზრდა არ უნდა აღემატებოდეს 10%

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • ფასების ცხრილი 

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილი); 
  • ხელმოწერილი ფასების ცხრილი; (იხ.თანდართულ ფაილი); 
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • MAF-
  • ამონაწერი კრედიტ ინფოს ბაზიდან ( ამონაწერის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული სახით კონვერტების გახსნის შემდეგ)
  • შემოთავაზებული პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლები

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 28 აპრილი 2022 წელი 18:00 საათამდე
  • სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში
  • ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება).

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტი
.. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571
E-mail: geo.tenders@procredit-group.com 

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებთ გთხოვთ მიმართოთ:
გიორგი ჩაკვეტაძე
საინფორმაციო ტექნოლოგიების ქვეგანყოფილება
.. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათავო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1880)

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები