ჩაბარების ვადა:

20 მაისი 2022, 15:00

სტატუსი:

შეწყვეტილი

E
ელ. ტენდერი
T12871 - ბაზრის კვლევა აზომვითი ნახაზების შედგენის მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 20 მაისი, 15:00 საათი.

ბაზრის კვლევის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ბაზრის კვლევას აზომვითი ნახაზების შედგენის მომსახურების შესყიდვაზე.

ინსტრუქცია კვლევაში მონაწილეთათვის:

  • ბაზრის კვლევის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • კვლევის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
  • კვლევის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო შემოთავაზების მქონე 2 ან 3 პრეტენდენტს. აღნიშნულ მონაწილეებთან მოხდება დამატებით კომუნიკაცია და მათი მოწვევა ბანკის შესყიდვების სისტემაში “SAP Ariba” სადაც მოხდება დამატებით საკითხების დაზუსტება და ტენდერის ან აუქციონის გამოცხადება.

კვლევაში მონაწილეობის პირობები:

  • კვლევა ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება აზომვითი ნახაზების შედგენისა და ბანკისთვის მიწოდების მომსახურების შესრულების ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ამასთან ურთიერთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს, ხოლო ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი კონკრეტული პროექტების შესრულების ვადა განისაზღვრება ბანკის ზეპირად ან წერილობით (მათ შორის ელექტრონული ფოსტით) წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ბანკი უფლებას იტოვებს ბაზრის კვლევის ან/და ტენდერის ჩატარების შედეგად ხელშეკრულება გააფორმოს რამოდენიმე მომწოდებელთან და ამ მიზნით დაკვეთები გადაანაწილოს საკუთარი შეხედულებისამებრ.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე ბაზრის კვლევის ან/და ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას, ამასთანავე ბანკი იტოვებს უფლებას ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ან გადაავადოს ბაზრის კვლევა ან/და ტენდერი.

ანგარიშსწორების პირობა:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველი თვის ბოლოს შესაბამისი მომსახურების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

მოთხოვნები:
ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს და ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • შემოთავაზებული ფასების ცხრილი (ექსელის / ვორდის ფორმატში) (დანართი 1);
  • საბანკო რეკვიზიტები (ხელმოწერით დამოწმებული, PDFფორმატში) (დანართი 2);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ბანკის მიერ დამოწმებული ფინანსური ბრუნვის ცნობა 01/01/2020 – 31/12/2020 პერიოდზე, შესატყვისი ექსელის ფაილით;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (პრეზენტაციის, Word ან PDF დოკუმენტის სახით);
  • მინიმუმ ორი რეკომენდაცია;

ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.

ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვასან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • ნარჩენების წარმოქმნის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულა ნარჩენები თავად დაამუშაოს ან შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების მიზნით გადასცეს შესაბამისი უფლების მქონე პირებს, ნარჩენების მართვის კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

დამატებითი მოთხოვნები:

  • დანართი#1 -ში აღწერილი მომსახურებების გარდა, ბანკისთვის საინტერესოა ისეთი ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა ბანკს გაუწიონ კონსულტაცია საჯარო სტრუქტურებთან ურთიერთობის კუთხით. ასევე განიხილება პროექტების ფარგლებში საჯარო სტრუქტურებთან სრული შუამდგომლობის მომსახურების შესყიდვა. თუ რომელიმე პრეტენდენტს აქვს ამ ტიპის გამოცდილება, გთხოვთ მომსახურების პრეზენტაციაში გააკეთოთ შესაბამისი ჩანაწერი და გაგვიზიაროთ მომსახურების პირობები.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 20 მაისი, 15:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
გია გოგიბერიძე
ელ. ფოსტა: g.gogiberidze@bog.ge
მობ: +995 593 340 540

საკონტაქტო პირი: ტარას მირგატია
ელ. ფოსტა: tmirgatia@bog.ge
მობ: +995 599 100 833

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    2 მაისი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა