2 მაისი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT12874 - ტენდერი ავტომობილების საბურავების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ აცხადებს ტენდერს ავტომობილების საბურავების შესყიდვაზე.
კომპანიის შესახებ:
- შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ 2006 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას.
- ამჟამად კომპანიის პორტფელში დაახლოებით 30-მდე ბრენდია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 14 წელზე მეტია ახორციელებს. მათ შორისაა: თელიანი ველი, სნო, კობი, აისი, ყაზბეგი, Heineken, Lavazza, Medoff, და სხვა.
შესყიდვის პირობები:
- შესყიდვის ობიექტია ავტომობილების საბურავების შესყიდვა თანდართული ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით.
- შენიშვნა: წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული რაოდენობა არის საორიენტაციო და შემსყიდველი იტოვებს უფლებას სრულად არ აითვისოს ელექტრონულ ტენდერში განსაზღვრული რაოდენობები.
ძირითადი მოთხოვნები:
- ხელშეკრულება მოქმედების ვადა ხელმოწერილიდან 12 თვე და პროდუქციის მოწოდება უნდა მოხდეს ეტაპობრივად
- პროდუქციის მოწოდება უნდა მოხდეს ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ მისამართზე ან გამყიდველის მისამართზე სერვის ცენტრში მონტაჟისას.
- ტენდერში მონაწილე პირმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი
- პრეტენდენტს უნდა ქონდეს უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ანალოგიური საქონლის მიწოდების გამოცდილება;
განსაკუთრებული მოთხოვნები:
- მიწოდებული „საქონელი“ უნდა იყოს ნაწარმოები არაუგვიანეს 2021 წლისა;
- მიწოდებული „საქონელი“ უნდა იყოს ახალი. არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლუატაციაში;
- მიწოდებული „საქონლის“ ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული „საქონლისათვის“ დადგენილ მოთხოვნებსა და სტანდარტებს და შესაძლებელი უნდა იყოს მისი გამოყენება იმ მიზნისთვის, რისთვისაც განხორციელდა მისი შესყიდვა;
- პრედენტენს უნდა გააჩნდეს თბილისის მაშტაბით მინიმუმ 1 სერვის ცენტრი.
- საბურავის ღირებულებაში უნდა შედიოდეს საბურავის პირველადი ბალანსირება - მონტაჟის ღირებულება;
- მიწოდებული „საქონლის“ მწარმოებელს უნდა გააჩნდეს ECE ევროპის ეკონომიკური სერთიფიკატი;
- საბურავზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო 12 თვე;
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
- კომერციული წინადადება, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ელექტრონული (EXCEL ფორმატი) სახით ასევე ამობეჭდილი ვერსია.
- ფასები მოცემული უნდა იყოს ლარში და მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
- გადახდის პირობა;
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: ლოგისტიკის დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი. ისააკიანის ჩიხი #2. შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“
შემოთავაზების მიღება იწყება: 19.04.2022 11:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება: 02.05.2022 18:00
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
გიორგი ნიკვაშვილი
ლოგისტიკის დეპარტამენტი
შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“
ტელ.: (+99577) 999476
ელ. ფოსტა: g.nikvashvili@gdl.ge
ტენდერის კატეგორია:
- 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის