ჩაბარების ვადა:
30 აპრილი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT12904 - ტენდერი შეღებილი მდფ კარის კომპლექტის შესყიდვასა და სამონტაჟო მომახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ აცხადებს ტენდერს „შეღებილი მდფ კარის კომპლექტის შესყიდვასა და სამონტაჟო მომსხურებაზე“
ფრთა-ნახევრიანი კარის სავარაუდო ზომები (207x125x10) (207x125x16)
ცალფრთიანი კარის სავარაუდო ზომები (207*80*10), (207*70*10) (207*80*16), (207*70*16)
შეღებილი მდფ კარის კომპლექტის შესყიდვასა და სამონტაჟო მომსხურების განფასება:
- იხილეთ მიმაგრებულ ფაილში;
შენიშვნა:
- პრეტენდენტს შეუძლია განფასებაში მიუთითოს საჭირო მასალა ან ქონება, რომელიც პირველად დანართში მითითებული არ არის.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი #1) მიხედვით (შესაძლებელია დანართის კორექტირება პრეტენდენტის მიერ საჭიროებებისამებრ.)
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
- უკანასკნელი 2 წლის მანძილზე განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი (დამკვეთი ორგანიზაციის საკონტაკტო პირის მითითებითა და მათ მიერ გაცემული რეკომენდაცია). არსებობის შეთხვევაში.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფომებიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს შესასყიდი საქონლის დამზადება და ამავე პროექტის მიხედვით სისტემის მონტაჟი, თუ არ არსებობს მხარეთა შორის სხვა შეთანხმება.
- საქონლის/მომსახურების მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
შენიშვნა:
- საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში;
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- კლინიკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება შესრულებული სამუშოს მიღება-ჩაბარების შემდეგ ან პერიოდულად, ფაქტიურად მოწოდებული საქონლისა და თანმდევი მომსახურების მიღევბა-ჩაბარების აქტის შესაბამისად, ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების დაცვით.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- პრეტენდენტი ვალდებულია კლინიკის წარმომადგენლებთან ერთად (საკ ნომერი: 598171331 599464140) წინასწარ დაათვალიეროს და დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაოები, კარების ზომები და სხვა საჭირო ინფორმაცია;
- შესასყიდი საქონლის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 25 (ოცდახუთი) კარს.
- სამუშაოები უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 30 აპრილი 18:00 საათი;
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: info@gudushauri.ge
- ამავე მეილიდან, კლინიკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე; 599464130
ნიმუშ(ებ)ის წარმოდგენა:
- მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა უნდა წარმოადგინოს მოსაწოდებელი საქონლის ნიმუში ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ.N12/ ლუბლიანას ქ. N66; შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“
- გამარჯვებული კომპანიის ნიმუშები შეინახება კლინიკის საწყობში და დადარდება ყოველ ჯერზე მოწოდებულ პროდუქციასთან.
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი
- 44200000 სტრუქტურული მასალები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება