ჩაბარების ვადა:

10 მაისი 2022, 14:00

სტატუსი:

არ შედგა

E
ელ. ტენდერი
T12957 - ტენდერი საქართველოს მასშტაბით სერვის ცენტრებისა და ბექ-ოფისების გათბობა-გაგრილების სისტემის მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 10 მაისი, 14:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საქართველოს მასშტაბით სერვის ცენტრებისა და ბექ-ოფისების გათბობა-გაგრილების სისტემის მომსახურების შესყიდვაზე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება გათბობა-გაგრილების სისტემის მომსახურების შესრულების ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ამასთან ურთიერთ თანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს 24 (ოცდაოთხი) თვეს. 
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ბანკი უფლებას იტოვებს ტენდერის ჩატარების შედეგად ხელშეკრულება გააფორმოს რამოდენიმე მომწოდებელთან და ამ მიზნით ობიექტები გადაანაწილოს საკუთარი შეხედულებისამებრ.

ანგარიშსწორების პირობა:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველი თვის ბოლოს, მომსახურების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაცია აკმაყოფილებდეს წინამდებარე სატენდერო წინადადებაში განსაზღვრულ ყველა პირობას.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • ფასების ცხრილი (დანართი 1) ექსელის ფორმატში;
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2) ვორდის ფორმატში;
  • ცნობა სასამართლო დავების შესახებ;
  • განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • სასურველია პრეტენდენტმა წარადგინოს შესაბამისი საქმიანობის დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატი/ლიცენზია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  • სატენდერო წინადადებასთან ერთად პრეტენდენტმა უნდა მიაწოდოს ბანკს  მინიმუმ 3 (სამი) თანამშრომლის CV კვალიფიკაციის დადასტურების მიზნით. 
  • პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული დანართები N: 1, 2 უნდა იყოს წარმოდგენილი PDF- ფორმატში, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული. გთხოვთ დეტალური განფასება ასევე წარმოადგინოთ ექსელის ფორმატში. 
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ დამატებით წარმოადგინოს იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
  • ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს მსგავსი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. 
  • ატვირთული უნდა იყოს კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (პორტფოლიო/პრეზენტაცია), საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია და სხვა შესაბამისი ინფორმაცია) ისევე როგორც მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი სხვადასხვა ორგანიზაციებისაგან;
  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი მიწოდების ჯაჭვის ყველა ნაწილში;
  • ბანკი თანამშრომლომს იმ  მიმწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმალიზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარდგენა; 
  • პრიორიტეტი მიენიჭება პრეტენდენტს, რომელიც აიღებს  ვალდებულებას უზრუნველყოს საკუთარი თანამშრომლების პასუხისმგებლობის დაზღვევა.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია დასაქმებული პერსონალის რაოდენობაზე, ბანკის მოთხოვნის შესაბამისად.

მომსახურების მოთხოვნები:
ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია/ მომწოდებელი ვალდებულია:

  • შეასრულოს წინამდებარე სატენდერო წინადადებაში მითითებული ობიექტების მომსახურება და კონტროლი, მოთხოვნის შესაბამისად.
  • მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების  გაწევა სამუშაო ჯგუფის მეშვეობით, ყოველ დაფიქსირებულ ქეისზე ბანკის მოთხოვნიდან გამომდინარე თბილისის მასშტაბით 24 საათში და რეგიონების  მასშტაბით 48 საათში. 
  • მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს დაფიქსირებული პრობლემის მოგვარება სამუშაო ჯგუფის მეშვეობით, თბილისის მაშტაბით დამატებით 24 საათში და რეგიონების  მაშტაბით დამატებით 48 საათში.
  • ამასთანავე კონტრაქტორი ვალდებულია ბანკის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 2 (ორი) საათში დაადასტუროს აღნიშნული ინფორმაციის მიღება.
  • მომწოდებელი ვალდებულია სამუშაოების ჩატარებიდან, ერთი თვის მანძილზე, იმავე ობიექტზე განმეორებითი პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში საკითხის აღმოსაფხვრელად საჭირო დამატებითი ვიზიტები  განახორციელოს უსასყიდლოდ, ფაქტის დადგომიდან თბილისის მასშტაბით 24 საათში ხოლო რეგიონის მასშტაბით 48 საათში).
  • უდიერად მოპყრობისა და ქონების დაზიანების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია დააკისროს მომწოდებელს  ზიანის ანაზღაურება;
  •  სს „საქართველოს ბანკის“ ობიექტებზე გეგმიური პრევენციის (ბანკის მოთხოვნის შესაბამისად)  ან/და სხვა სამუშაოების ჩატარების დროს აწარმოოს დოკუმენტირება ბანკის მიერ დანერგილ პროგრამაში UpKeep. აღნიშნული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს ჩატარებული სამუშაოების, გახარჯული მასალების ჩამონათვალსა და დასახელებებს. 
  • ბანკის მიერ დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის (UPKEEP) ტრენინგს განახორციელებს დამკვეთი.
  • მომწოდებელი ვალდებულია კონკრეტული გამოძახების/ქეისის დროს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, ფილიალში ჩაატაროს დათვალიერება, შესაძლო/პოტენციური  პრობლემების ინდენტიფიცირების მიზნით. აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს ბანკის მხრიდან პასუხისმგებელ პირს  რათა დროულად მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა.
  • მომწოდებელი ვალდებულია ნებისმიერ ქეისზე აწარმოოს უკუკავშირი ბანკის წარმომადგენლებთან ოფიციალური ფორმით, რაც გულისხმობს დამკვეთის მიერ დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით/ელექტრონული ფოსტით შეტყობინებას, ამგვარ შეტყობინებად არ ჩაითვლება სატელეფონო ზარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება და სხვა არხები. 
  • ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომსახურების გამწევი თანამშრომლების პირადი მონაცემების გადაცემა ბანკისათვის კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, ფილიალებში დაშვების უზრუნველყოპფის მიზნით.
  • მომწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს (გადაუგზავნოს) ინფორმაცია სამუშაოს შესრულებაზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით ყოველი სამუშაო კვირის ბოლოს, რათა დამკვეთის მხრიდან მოხდეს შესაბამისი გაწეული მომსახურების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად.
  • იმ შემთხვევაში თუ მომწოდებლის მიერ ბანკის ობიექტებზე გამოგზავნილი ტექნიკური პერსონალი არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, არ დაიცავს დამკვეთის მოთხოვნებს და არაპროფესიონალურად გაუწევს მომსახურებას, ბანკი უფლებამოსილია მომსახურების ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს შერჩეული პერსონალის გამოცვლა და მომწოდებელი ვალდებულია მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში ბანკს შესთავაზოს შესაბამისი ან უკეთესი კვალიფიკაციის შემცვლელი პირი, რის დასადასტურებლადაც უნდა წარმოადგინოს ახალი პერსონალის რეზიუმე. 
  • იმ შემთხვევაში, თუ მომწოდებელი თავისი ინიციატივით შეცვლის ან დაამატებს ტექნიკურ პერსონალს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს დამკვეთს. ახალი კადრის დამატება ან ჩანაცვლება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2 დღის ვადაში. მომწოდებელი ასევე ვალდებულია ბანკს გადაუგზავნოს ახალი ან დამატებული ტექნიკური პერსონალის რეზიუმე. 
  • მომწოდებელი ვალდებულია მომსახურების სპეციფიკის, საქართველოს კანონმდებლობისა და უსაფრთხოების დადგენილი ნორმების გათვალისწინებით უზრუნველყოს თავისი თანამშრომლების აღჭურვა შესაბამისი აღჭურვილობით და სამუშაო ცოდნით.
  • მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამუშაოს შესრულების დროს თანამშრომლების უნიფორმით იდენტიფიცირება, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიერ წარმოდგენილი პერსონალი არ დაიშვება დამკვეთის ობიექტზე რაც შესაბამისად გამოიწვევს მომწოდებლის დაჯარიმებას. 
  • ახალი ობიექტების გახსნის დროს, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე კონტრაქტორს შესაძლოა დაევალოს ახალ ობიექტზე ვიზიტი და HVAC სისტემის შემოწმება, ხარვეზის იდენტიფიცირება და დამკვეთისთვის ოფიციალური ფორმატით წარდგენა. ახალი ობიექტების შეფასება დამკვეთს აუნაზღაურდება ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
  • მომწოდებელი ვალდებულია დამკვეთის მოთხოვნიდან გამომდინარე შეასრულოს ბანკთან წინასწარი შეთანხმებით, სს „საქართველოს ბანკის“ მითითებული ობიექტების  საჭირო/სარევიზიო გეგმიური სამუშაოები.
  • მომწოდებელი ვალდებულია დამკვეთის მოთხოვნიდან გამომდინარე მიაწოდოს და შეუთანხმოს ბანკს  გეგმიური სარევიზიო სამუშაოების ჩატარების ცხრილი, მთელი საქართველოს მაშტაბით, ობიექტების სპეციფიკაციის გათვალისწინებით.

საჭირო სათადარიგო და ახალი მასალის/აგრეგატების მოწოდება:

  • ბანკის მოთხოვნის შესაბამისად მომწოდებელი ვალდებულია სათადარიგო ნაწილების ღირებულება და მოწოდების ვადები შეათანხმოს დამკვეთთან.
  • ახალი სათადარიგო ნაწილების ან/და დანადგარის ხარისხი შეთანხმებული უნდა იყოს დამკვეთთან. 
  • მომწოდებელი ვალდებულია სს „საქართველოს ბანკის“ ობიექტებიდან მოხსნილი და შეცვლილი ყველა სათადარიგო ნაწილები ან/და აგრეგატები დაუბრუნოს დამკვეთს.
  • შეცვლილი ან/და მოხსნილი სათადარიგო ნაწილების ან/და აგრეგატბის არ დაბრუნების შემთხვევაში აღნიშნული მოწყობილობების ღირებულების გადახდა ჯარიმის სახით დაეკისრება მომწოდებელს.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 10 მაისი, 14:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
სალომე ყუფარაძე
მობ: 599611222

ტენდერის კატეგორია:

  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    3 მაისი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა