11 მაისი 2022, 14:00
სტატუსი:
შეწყვეტილი
E
ელ. ტენდერი
T12988 - ტენდერი მაღალი ძაბვის სადგურების ტექნიკურ მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
თბილისი მოლი აცხადებს ტენდერს მაღალი ძაბვის სადგურების ტექნიკურ მომსახურებაზე.
სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლის“ შენობა მდებარეობს დავით აღმაშენებლის ხეივნის N 213.
მოცემული შენობა, შედგება სამი ბლოკისაგან (A, B და C ბლოკებისგან). შენობის -3 და-4 სართულებზე განლაგებულია 5 სატრანსფორმატორო სადგური. რომლებიც შედგება 10 ტრანსფორმატორის და 5 მაღალი ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობებისგან, იგი შედგება 10 ამორთველის და 10 გამთიშველისაგან.
ტექნიკური დასკვნა: ზემო აღნიშნულ მოწყობილობებზე საჭიროა მოხდეს ტექნიკური მომსახურება.
ტექნიკური მონაცემები:
- მაღალი ძაბვის სადგურები,აღჭურვილია კომპანია შნეიდერის წარმოების ტრანსფორმატორებით. მოდ(Schneider Trihal) რომლის სიმძლავრეა 2000კვა.სარელეო მოდელ (Schneider RM6)გადამრთველით არის დაკომპლექტებული.შემომავალი ძაბვა 10KV-ია.
ტექნიკური მომსახურება უნდა მოიცავდეს:
- ტრანსფორმატორების უქმი სვლის დანაკარგის გაზომვა.
- ტრანსფორმატორის საიზოლაციო მახასითებლების გაზომვა.
- ტრანსფორმატორის გრაგნილის წინაღობის გაზომვა მუდმივი დენით.
- ტრანსფორმაციის კოეფიციენტის გაზომვა.
- ტრანსფორმატორის პოლარობის გაზომვა.
მაღალი ძაბვის გამთიშველის და ამომრთველის
- საიზოლაციო მახასიათებლის გაზომვა.
- გარდამავალი წინაღობის გაზომვა.
- ამორთვის მახასიათებლის ტესტირება
- მაღალი ძაბვით გამოცდა.(40კვ-ი)
ტრანსფორმატორების მკვებევი 10კვ-ნი კაბელების
- მაღალი ძაბვით გამოცდა.
- საიზოლაციო მახასიათებლის გაზომვა.
- 10 კვ-ნი სექციიs - საიზოლაციო მახასიათებლის გაზომვა.
- მაღალი ძაბვით გამოცდა. (40კვ-ი)
სტანდარტული სამუშაოები.
კონტაქტების გასინჯვა,მოწყობილობების დასუფთავება.
უსაფრთხოების ნორმები:
- ყველა სამუშაო, რომელიც იწარმოებს მოლში და მის გარშემო ტერიტორიაზე უნდა აკმაყოფილებდეს შრომის და პირადი უსაფრთხოების ნორმებს.
- სამუშაოს შემსრულებელს უნდა ჰქონდეს საკვალიფიკაციო მოწმობა, ამაღლებული ძაბვით ელ. დანადგარების გამოცდის ნებართვა.
- სამუშაოთა დაწყების წინ მოლის უსაფრთხოების მენეჯერი კონტრაქტორების შემადგენლობას გააცნობს უსაფრთხოების ნორმებს.
- სამუშაოთა წარმოება დაშვებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა იქნება ხელმოწერილი დოკუმენტი, მომუშავე პერსონალისა და მოლის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ.
განფასება:
- წარმოდგენილ განფასებაში უნდა იყოს მითითებული ყველა სახის დანახარჯი.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 11 მაისი, 14:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
კითხვებისთვის მიმართეთ:
მირიან კაკაბაძე
ელ. მისამართი: mkakabadze@tbilisimall.com
ტენდერის კატეგორია:
- 50700000 შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
- 71600000 ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები