ჩაბარების ვადა:
20 მაისი 2022, 15:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T13023 - ტენდერი მარშალ გელოვანის მეორე ფაზის პარკის დეტალური პროექტირების მომსახურების შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 20 მაისი, 15:00 საათი.
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ემკვადრატი პარკი“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს მარშალ გელოვანის მეორე ფაზის პარკის დეტალური პროექტირების მომსახურების შესყიდვაზე.
მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:
- საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ.თბილისში მარშალ გელოვანის N1-ში ( (ს/კ 01.10.10.025.097), რომლის ფართობი შეადგენს 13990 კვ.მ, -ს . ტერიტორიის მიმდებარე არეალზე მიმდინარეობს საცხოვრებელი უბნის „m3 საბურთალოს“ მშნებელობა.
- შესყიდვის მიზანს წარმოადგენს პარკის კონცეფციის მიხედვით (რომელიც შემუშავებულია ამერიკული არქიტექტურული სტუდია ZGF-ის მიერ) დეტალური პროექტის შექმნა, მათ შორის დეტალური სამშენებლო („მუშა“) ნახაზებისა და საჭიროების შემთხვევაში რიგი კონსტრუქციული კვანძების/დეტალების გამოხაზვას, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვების და მასალათა სპეციფიკაციების შემუშავება.
ტექნიკური მოთხოვნები:
- შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს დეტალური სამშენებლო/კონსტრუქციული ნახაზების (მუშა) ნახაზების, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვების და მასალათა სპეციფიკაციების შემუშავება შემდეგ საკითხებში:
- ტერიტორიის კეთილმოწყობა;
- გზების მოპირკეთება/ ბილიკების მოკირწვლა;
- გარე განათებები;
- წყლის სარკე
- მოსასვენებელი სკამების/ნაგვის ურნების/ბორდიურების განთავსების ადგილების პროექტირება;
- სათამაშო მოედნები/სტადიონები;
- საჩრდილობლები/ფანჩატურები;
- ვერტიკალური გეგმარება;
- და სხვა დამატებითი ინფრასტრუქტურული დეტალების პროექტირება, რომელიც შესაძლებელია პროექტის სრულყოფისათვის გახდეს საჭირო.
- ტერიტორიის გამწვანების პროექტის რევიზია, მათ შორის ბალახის, ხეების, ბუჩქებისა, თუ სხვა მწვანე ნარგავების სახეობების ღეროს დიამეტრის და განთავსების ადგილების დაზუსტება ოპტიმიზაციის მიზნით.
გარდა ამისა:
- დამკვეთის მიერ მოწოდებული შესაბამისი ირიგაციის პროექტის რევიზია და ოპტიმალური ტექნიკური გადაწყვეტების მოძიება, ირიგაციის პროექტის ავტორთან კოორდინაციაში რევიზიის შედეგების ასახვა შესაბამის პროექტში.
- კონცეფტუალურ დიზაინში არსებული წყლის სარკის ან/და წყლის სარკის ალტერნატიული ვერსიის დეტალური დიზაინის და შესაბამისი მასალების შემუშავება დამკვეთის მიერ დაქირავებულ პროექტანთთან კოორდინაციაში.
- ამასთან, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია დამკვეთს მოუმზადოს სრული სატენდერო დოკუმენტაცია და განმარტებითი ბარათი ისეთი სახით, რომ დამკვეთმა შეძლოს პოტენციური საშემსრულებლო კომპანიის მოძიება.
- საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელმა უნდა მოახდინოს ცვლილებების ასახვა მუშა ნახაზებში, თუ ეს საჭირო გახდება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დროს.
- სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის დროს შემსრულებელმა უნდა მოახდინოს ყოველკვირეული ვიზიტები ზედამხედველობის მიზნით.
სრული დოკუმენტაციის გაზიარება დამკვეთის მხრიდან მოხდება ტენდერზე ატვირთულ NDA-ზე ხელმოწერის შემდეგ.
NDA-ზე ხელმოწერის შემდეგ შემსყიდველის მხრიდან დაინტერესებული პირისთვის მოწოდებული იქნება შემდეგი დოკუმენტაცია:
- საკადასტრო რუკა და ამონაწერი;
- ტერიტორიის გენგეგმა;
- პარკის პროექტის კონცეპტუალური დიზაინი;
- ვერტიკალური გეგმარება (მთლიანი ტერიტორიის);
- გარე ქსელების პროექტი (მთლიანი ტერიტორიის)
- განაშენებიანების რეგულირების გეგმა (მთლიანი ტერიტორიის)
- პარკის ტერიტორიის ტაქსაცია;
- საქპროექტო ხეების განთავსების სქემა;
- ირიგაციის პროექტი;
- წყლის სარკის (კალაპოტის) პროექტი;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 20 მაისი, 15:00 სთ;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
შესყიდვების წარმომადგენელი:
სალომე სადუნიშვილი
599 68 67 82
ssadunishvili@m2.ge
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები