13 ივნისი 2022, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT13289 - ტენდერი ქვაბაგრეგატის ТГМП 344А/С საცეცხლეს მარცხენა საშუალო რადიაციული ნაწილის რემონტზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მტკვარი ენერჯი“ აცხადებს ტენდერს ქვაბაგრეგატის ТГМП 344А/С საცეცხლეს მარცხენა საშუალო რადიაციული ნაწილის რემონტზე 24/05-ME/BWP-S-22.
სამუშაოს სპეციფიკაცია:
- ქვაბაგრეგატის ТГМП 344А/С საცეცხლეს მარცხენა საშუალო რადიაციული ნაწილის უკანა კედლის არსებული მეორადი №14,15 პანელების გადაკეთება-მომზადება და არსებული შეცვლა - 2 ცალი
სამუშაოს შესრულების საორიენტაციო ვადები:
- პანელების მოხსნა-შეკეთება უნდა მოხდეს - 15 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით;
- პანელების უკან დაყენება - 5 ივლისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ: ტექნიკური დავალება (დანართი #1)
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 13 ივნისი, 17:00 საათი.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი (24/05-ME/BWP-S-22);
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
შალვა გოგოლაძე
ელ.ფოსტა: shgogoladze@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 591 12 97 74
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
მურთაზი სვანი
საკონტაქტო ნომერი: 599 185 372
ან მურთაზი ჩინჩალაძე
საკონტაქტო ნომერი: 555 35 11 53
ტენდერის კატეგორია:
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები