10 ივნისი 2022, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT13342 - ტენდერი სკოლის ავეჯის დამზადებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მეცნიერება” აცხადებს ტენდერს სკოლის ავეჯის დამზადებაზე #31/05-METS/FUR-2022
სკოლის ავეჯის დამზადება
ობიექტის ადგილმდებარეობა:
- ქ. თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის ქ #10 -ში (ყოფილი საშენ მასალათა ინსტიტუტი)
ავეჯის ვიზუალური ნაწილი, მასალის აღწერა, რაოდენობა, ზომები და ფოტოები მოცემულია მასალებში. დამატბით ფოტოები იხილეთ ლინკზე https://we.tl/t-ptiqH5kCAg.
ლინკის მოქმედების ვადა არის 1 კვირა, ამიტომ გთხოვთ დროულად ჩამოტვირთოთ.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- კომპანიის გამოცდილება მსგავს სამუშაებზე არანაკლებ 2 წლისა;
- წარმოადგინოთ რამოდენიმე სურათი თქვენს მიერ დამზადებული ავეჯისა (თუ სასკოლოა - უკეთესია);
- ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების მიხედვით.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 10 ივნისი; 12:00 საათი.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულკონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი; სკოლის ავეჯი #31/05-METS/FUR-2022
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
თამაზი ყვავილაშვილი.
ელ.ფოსტა: tkvavilashvili@gig.ge;
საკონტაქტო ნომერი: 595 33 44 95
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
თამარი არაბიძე.
ელ.ფოსტა: T.arabidze@europeanschool
საკონტაქტო ნომერი: 597 99 95 74
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი