ჩაბარების ვადა:

15 ივნისი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T13347 - ფასთა გამოკითხვა ყარაბულახი - კაზრეთის წყალდენის მილის გადატანაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

RMG Copper JSC აცხადებს ფასთა გამოკითხვას ყარაბულახი - კაზრეთის წყალდენის მილის გადატანაზე.

  • მომსახურების საგანი - ყარაბულახი -კაზრეთის წყალდენის მილის გადატანა
  • ადგილმდებარეობა - ბოლნისის მუნიციპალიტეტი, დაბა კაზრეთი
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 15.06.2022, 18:00 საათი

კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ სამუშაოთა შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს იურიდიული სტატუსის დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია და კომერციული წინადადება

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალსიწინებით:

  • ენა: ქართული, ინგლისური ან რუსული
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • მომსახურების ღირებულება;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში No1
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე : procurement@richmetalsgroup.com 

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების პროცედურების მართვის სპეციალისტი ლილე პირველი
Т +995 579 55 20 51
E-mail:
Lpirveli@richmetalsgroup.com 

ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი
Юрий Дементьев
T +995 591 960 319
E- mail:
IDementev@richmetalsgroup.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები