ჩაბარების ვადა:
6 ივნისი 2022, 17:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
P
ფასების ცხრილი
T13362 - ტენდერი 37 ერთეული ლითონის კარებების შესყიდვა/მონტაჟზე
ელ. ტენდერი
ფასების ცხრილი
ტენდერის აღწერილობა:
სამშენებლო კომპანია "პილარ ჯგუფი კრწანისი" აცხადებს ტენდერს ლითონის კარებების შესყიდვა/მონტაჟზე.
- რაოდენობა: 37 ცალი
- მიწოდება/მონტაჟის ადგილი: თბილისი, კრწანისის 1 ჩიხი #2ბ
ლითონის კარის ტექნიკური აღწერილობა:
დამოუკიდებელი ურდული | მხოლოდ ჭრილი |
ძირითადი საკეტი | მხოლოდ ჭრილი |
კარის ჭუჭრუტანა | + |
ლითონის კარების ზომა | 220 x 100 სმ |
ლითონის ფურცელი ცივადნაგლინი | 2მმ |
კარის სისქე | 54მმ |
კვადრატული მილი ჩარჩოსთვის | 80x40x1.5მმ |
ფასადი (ნალიჩნიკი) ჩარჩოზე | 1.2მმ |
კვადრატული მილი კარის არმირებისთვის | 50x20x2 |
კარის დათბუნება | ქვაბამბა 1200*600*50 |
ანჯამა | 24/140მმ |
შენიშვნა: დასაშვებია მცირედი გადახრა ტექნიკური დავალებიდან.
შემოთავაზება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- ლითონის კარებების მიწოდება/მონტაჟის ღირებულება საქართველოში მოქმედი ყველა გადასახადის გათვალისწინებით;
- შემოთავაზებული ლითონის კარის დეტალური ტექნიკური აღწერილობა;
- მიწოდება/მონტაჟის ვადა;
- ლითონის კარის მწარმოებლის დასახელება და წარმოშობის ქვეყანა.
გთხოვთ წარმოგვიდგინოთ ორი საფასო შემოთავაზება:
- ლითონის კარის მიწოდება/მონტაჟი - ტექნიკური აღწერილობის მიხედვით
- ლითონის კარის მიწოდება/მონტაჟი - ტექნიკური აღწერილობის მიხედვით + 0.8მმ-იანი MDF-ის მოპირკეთებით გარე მხარეს.
ტენდერში მონაწილეობა უფასოა.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 6 ივნისი, 17:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ შემდეგ საკონტაქტო პირს:
რევაზ ლობჯანიძე
მობ: +995 595 006 677
ფასების ცხრილი
# | დასახელება | ანალოგი | განზომ. ერთეული | რაოდენობა |
---|---|---|---|---|
{{ price.name }} |
|
|||
მონაწილე ვალდებულია შეთავაზება გააკეთოს ყველა პოზიციაზე
მონაწილეს შეუძლია შეთავაზება გააკეთოს სასურველ პოზიციებზე
|
დამატებითი ინფორმაცია
ტენდერის კატეგორია:
- 44200000 სტრუქტურული მასალები
- 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები