ჩაბარების ვადა:
9 ივნისი 2022, 14:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T13389 - ტენდერი სასაწყობე შენობის სახურავის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქინვესტი” აცხადებს ტენდერს სასაწყობე შენობის სახურავის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე #02/05-SAK-BUILD-2022.
მომსახურების აღწერა:
- შპს „საქინვესტი“-ს საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებული სახურავის შეკეთება. სამუშაოების წარმოება შემსრულებლის მასალით;
მისამართი: ქ. თბილისი აგლაძის ქუჩა #32.
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ: შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები;
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- კომპანიის გამოცდილება მსგავს სამუშაებზე არანაკლებ 2 წლისა;
- ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების მიხედვით.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 9 ივნისი 14:00 სთ.
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა;
- ვაჭრობის ბიჯი: 500 ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
თეიმურაზ ჩიჩუა
ელ. ფოსტა: tchichua@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 591 93 10 10
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
გიორგი ბერიძე
საკონტაქტო ნომერი: 599 25 11 99
ტენდერის კატეგორია:
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები